Wednesday, October 5, 2016

სააკაშვილის ჩამოსვლის გეგმა გამჟღავნებულია!

მ. სააკაშვილი და მისი ორეული
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით  ენმ-მ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით მისი ორეული დაიქირავა, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა უკრაინაში, ოდესიაში მდებარე ვილაზე ამზადებენ. გავრცელდა ვიდეო მასალაც სადაც სააკაშვილის ორეულს გრიმს უკეთებენ და ასწავლიან მის მსგავს მეტყველებას, სიარულს და ჟესტიკულაციას. 

გეგმის მიხედვით პირველად მიტინგზე გამოჩნდება ორეული - სააკაშვილი, რომელიც გამომწვევად მოიქცევა და თავს დააპატიმრებინებს, რათა შეიქმნას საკმარისი მუხტი არეულობისათვის. ხოლო მოგვიანებით კი როდესაც ხელისუფლება ყურადღებას მოადუნებს ნამდვილი სააკაშვილი გამოჩნდება.

აზრთა სხვადასხვაობაა უშუალოდ ქვეყანაში შემოსვლის მეთოდთან დაკავშირებით. ბოროტი ენები საუბრობენ იმაზე, რომ მ. სააკაშვილი ქალის ტანსაცმელში გადაცმული, უკრაინელი ვიზაჯისტების გრიმით შენიღბული ჩამოფრინდება ქუთაისის აეროპორტში, როგორც უკრაინელი ტურისტი ქალბატონი.

თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მ. სააკაშვილმა უკვე დაგმოკვეთა საქართველოს საზღვარი ცემენტით სავსე ცისტერნაში დამალულმა და ამჟამად გორი - თბილისის ტრასაზე იმყოფება, სწორედ ამიტომ გორიდან მომავალ მანქანებს თბილისში არ უშვებენ.

სხვა ვერსიით პოროშენკო საქართველოს ხის ცხენ-ავტობუსს აჩუქებს საქართველო-უკრაინის ძმობის აღსანიშნავად და ამ ცხენის შიგნით კი სააკაშვილი და მისი არმია იქნება დამალული.

ასევე არის ვერსია რომ თუკი ვერც ცისტერნა და ვერც პოროშენკოს ცხენ-ავტობუსი ვერ გასჭრის, ბაქრაძე დაიკივლებს: „მე ვარ მიშა“! შემდეგ სხვანი და ბოლოს ყველა! და მთელი მიტინგი სააკაშვილად გადაიქცევა.

ხოლო თუკი ეს მეთოდიც არ გაჭრის მაშინ იტყვიან რომ სააკაშვილი მუდამ ჩვენთანაა, ჩვენს გულებშია და ყოველი ჩვენთგანის ნაწილია, ამიტომ ის აქაა მიუხედავად იმისა რო აქ არააო.

ანონიმური პოლიტოლოგების აზრით კი არსებობს ისეთი თეორიაც რომ გინდ ჩამოვიდეს გინდ არა, ამ ოპოზიციას მაინც აღარაფერი ეშველება!

პ.ს. იმ შემთხვევაში თუკი მ. სააკაშვილი მართლა ჩამოვა და დაგვამხობს თავზე ქვეყანას ჩვენ განვაცხადებთ რომ ეს პოსტი ძალით დაგვაწერინეს! რა გვექნა დიქტატურაში ვცხოვრობდით.