Tuesday, January 5, 2016

პატრიარქის ეპისტოლეების ბაზაზე ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა


ქართველ მეცნიერს, რომელიც თავის ვინაობას არ ასაჯაროებს ამბიციური მიზანი აქვს: მას უნდა პატრიარქის ცნობიერება მარადიულად აცოცხლოს კომპიუტერში. მისი მტკიცებით ეს პროექტი, რომელიც სამეცნიერო-ფანტასტიკის სფეროს გავს უკვე ფინალურ სტადიაშია და მხოლოდ მაშინ გაასაჯაროებს თუ საპატრიარქოდან ლოცვა-კურთხევას მიიღებს.


"ჩემი აზრით პატრიარქი ერთადერთი ადამიან
ია, რომლის ცნობიერებამაც მარადიულად უნდა იარსებოს. მისი მადლით და შეწევნით არსებობს საქართველო. ჩემი გამოგონების წყალობით ჩვენს შვილებს და შვილთაშვილებს საშუალება ექნებათ იარსებონ ისეთ დროში, როდესაც პატრიარქის სიბრძნის და მეთვალყურეობით გაიზრდებიან. ტექნიკური საშუალებები მომავალში მოგვცემს იმის საშუალებას პატრიარქი იყოს ყველა სკოლაში, ყველა კლასში, გაუზიაროს სტუდენტებს და აკადემიურ საზოგადოებას თავისი სიბრძნე. იყოს მთავრობის სხდომებზე და მინისტრები ყველაფერს მას დაეკითხონ. ყველა ტაძარში მრევლს შეეძლება პატრიარქის ქადაგება მოისმინოს და ეს იქნება ათასი და ათი ათასი წლის მერეც" - აცხადებს გამომგონებელი.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაშია ექსპერტები ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ.

რამდენიმე დღის წინ მილიარდერმა ინვესტორმა, მარკ ცუკენბერგმა გამოაცხადა, რომ 2016 წელს ხელოვნური ინტელექტის შექმნას აპირებს. ქართველი გამომგონებელი ამ ფაქტით უკიდურესად შეშფოთებულია, რადგან შიშობს, რომ ცუკენბერგი სწორედ მისი გამოგონების მოპარვას აპირებს:

"ფულის გამო არ ვდარდობ, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ პატრიარქის ბრწყინვალე გონებაზე დაყრდნობით შექმნილ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება მოიპარონ და სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ. მაგალითად, როგორც პირადი ასისტენტი".


რედისონში "მოქუნქურე" წყვილი 400 ლარით დააჯარიმეს

სექსი მე-15 სართულზე (მოდელირებული ფოტო)
ბედობის ღამეს რედისონში გართობა 400 ლარი დაუჯდა წყვილს, რომელიც მე-15 სართულზე სავარაუდოდ სექსით იყო დაკავებული და ალიას ჟურნალისტმა ვარდების მოედნიდან დააფიქსირა.
" ... გამოვშტერდი ... მეთქი მეჩვენება ... დავხუჭე თვალი, გავახილე და - ისევ ქუნქურებენ, კაცო! ... იკლაკნება ეს გოგო, კაწრავს ფანჯარას და არის ერთი ამბავი! "- წერს ნინო ლაბარტყავა
ანონიმური წყაროს ინფორმაციის მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა სასტუმროს ადმინისტრაციას ამორალური აქტის სასწრაფოდ შეწყვეტა მოთხოვა, დაცვამ ფარდები გააფარებინა წყვილს, ხოლო ქალს ხალათი შემოახვია.

"... ცოტა ხანში ქალი ხალათით გაიჩითა, კაცი ისევ ტიტლიკანა დადიოდა და უკვე თავისი დაკუნთული ტრაკი მოგვიშვირა ძირს შეკრებილ საზოგადოებას". - აგრძელებს ჟურნალისტი.

ინსაიდერული ინფორმაციით, მოგვიანებით წყვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171–ე მუხლის დარღვევის გამო 400 ლარით დააჯარიმეს, რომელიც  "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნას" ითვალისწინებს.

ასტროლოგების შეფასებით მაიმუნის წელი სავსე იქნება ასეთი "მაიმუნობებით" და მოულოდნელობებით.

გავრცელებულ ინფორმაციას სასტიკად უარყოფს ყველა, ვისთან დაკავშირებაც ჩვენმა კორესპონდენტმა მოახერხა.