Thursday, May 28, 2015

ფემინისტები ნაცმოდან 4 ქალის გასვლას ითხოვენ

ფემინისტები შეშფოთებას გამოხატავენ იმ ფაქტზე რომ ნაცმოძრაობა მხოლოდ მამაკაცებმა დატოვეს და ახალ პარტიას კვოტების დაცვისკენ მოუწოდებენ. მოწოდების მიხედვით საჭიროა ენმ ოთხმა ქალმა დატოვოს და ახალ პატრიას შეუერთდეს, ალტერნატივად სახელდება ორი პარტიიდან წასულის უკან ენმ-ში დაბრუნება და მათ მაგივრად ორი ქალის გასვლა.

ეკონომისტები ფემინისტებს გაანგარიშებებს უწუნებენ და ამბობენ რომ რადგან ენმ-ს, ისევე როგორც ოცნებას პარლამენტში არ აქვთ დაცული ქალთა და კაცთა კვოტები ახალი პარტია არ არღვევს კვოტებს და ოთხი ქალის გაყვანის შემთხვევაშ ენმ-ში არსებული გენდერული პროპორცია კიდევ უფრო დაირღვევა. თუმცა ამ არგუმენტზე ფემინისტები ბრაზდებიან და კვოტების დაცვას ითხოვენ.



Saturday, May 16, 2015

ასტროლოგ-ფინანსისტები ორშაბათიდან ლარის მკვეთრ გამყარებას პროგნოზირებენ

ასტროლოგ-ფინანსისტების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის მკვეთრი გამყარება დაანონსდა, რომელიც ორშაბათს 18 მაისს არის მოსალოდნელი. პროგნოზს პრესკონფერენციაზე მონაწილე ცხრავე ექსტერტი იზიარებს და გამყარების ალბათობად 99.99%-ს ასახელებენ.

ასტროლოგებმა ეს გაანგარიშება ვარსკვლავთა და პლანეტების განლაგების მიხედვით გააკეთეს, თუმცა როგორ არიან პლანეტები და ვარსკვლავები განლაგებული არ დაუკონკრეტებიათ.

შეგახსენებთ რომ ასტროლოგ-ფინანსისტთა კლუბმა ასევე იყინასწარმეტყველა ლარის გაუფასურება 2014 წლის მეორე ნახევრიდან, თუმცა მაშინ მათ არავინ დაუჯერა.

ოპოზიციის განცხადებით მთავრობა ასტროლოგების მეშვეობით ცდილობს გამყარების მოლოდინის შექმნას.

Monday, May 11, 2015

კანცელარია: "შუშის ჭიქების პლასტმასის ჭიქებით ჩანაცვლება არ უკავშირდება ლელა კალულიას წინასწარმეტყველებას"

მთავრობის კანცელარიაში უარყოფენ რომ მთავრობის სხდომებზე შუშის ჭიქები პლასტმასის ჭიქებით ლელა კაკულიას წინასწარმეტყველების გამო შეცვალეს. გავრცელებული ინფორმაციით ეს ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეგულაციას უკავშირდება, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციებს პლასტმასის ერთჯერადი ჭიქების გამოყენების რეკომენდაციას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ წინასწარმეტყველმა ლელა კალუკიამ პრემიერ ღარიბაშვილს ურჩია პლასტმასის ჭიქები გამოიყენოს, რადგან იწინასწარმეტყველა, რომ პრემიერს ერთ-ერთმი მინისტრი ჭიქა ესვრის.  წინასწარმეტყველმა ეს ინფორმაცია საკუთარი ფეისბუქ გვერის მეშვეობით გაავრცელა.