Monday, October 19, 2015

ლევან ვასაძემ გამოქვაბულში 5 მილიარდი რუბლი იპოვა

დღეს გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის მიხედვით მეცენატმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გამოქვაბულში გადამალული ხუთი მილიარდი რუბლი იპოვა. ეს სასწაულებრივი ამბავი ნადირობისას შეემთხვა. ლევან ვასაძე ამალასთან ერთად ხვამლის მთაზე დათვზე ნადირობდა. წარმატებული ნადირობის შემდეგ რაინდმა და მისმა ამალმამ გამოქვაბულში ცეცხლი დაანთეს და დათვის შეწვა დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით გამოქვაბულის ერთი კედელი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც ლევან ვასაძე საკუთარ ლექსს კითხულობდა, ჩამონგრეული კედლიდან კი უამრავი ფული გადმოიყარა და მდინარესავით დაიწყო დენა.

ფულის მდინარეში დახრჩობას გადარჩენილმა რაინდმა პირობა დადო საქართველო გააერთიანოს და გაძევოს ქვეყნიდან უცხოეთის მიერ დასმული მმართველები.

ლევან ვასაძის პრეს-სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლევან ვასაძე აქტიურად ითხოვს პარლამენტის დაშლას და ვადამდელ არჩევნებს.


No comments:

Post a Comment