Monday, July 15, 2013

ჟანსუღ ჩარკვიანის ზოოფილიურ ლექსს ფეისბუკელბმა ლექსითვე უპასუხეს

პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიან ,,კვირის ქრონიკაში'' 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ლექსი გამოაქვეყნა:

"
გახედეთ, როგორ მორბიან,
ვაიმე ამ დღის დამსწრებსა,
კახეთის ვირი სჯობია
თბილისელ პედარასტებსა! 
                                             ” 

რამაც ფეისბუკზე საპასუხო ლექსი შვა:



ამ სიბერეში ჯანსუღი ჭკუიდან შეიშალოსა
რაც კი რამ ვნება მოთოკა ერთი ორად აიშვებსა
სალხინომ რომ არ უშველა იქს ჰამსტერს მიეძალოსა!
ვნება რომ ვერ დაიოკოს თავლაში შეიხედოსა,
თავლაში ერთი ვირია ვაიმე ამ ვირის დღესა,
ძალს ვირი და ძალს ჟანსუღი არის დიდი ოხვრა-კვნესა,
ბოლოს მათრახს გადაუჭერს: "რას მიჟუჟუნებ თვალებსა?"
"რაც მოხდა შეცდომა იყო, დამივიყე შენსა მზესა!"
თავლიდან რომ გამოვიდა საწერ კალამს აიღებსა
აიღებს და ლექსს დაწერსა ვაიმე ამ ფურცლის დღესა
კალამი ცალკე ტიროდა: "მელანი მაინც გაშრესა!"
"კვირის ქროკინა" იძახის "ახ კაკოი მალადეცა!"
ჯანსუღი ცუდად იცინის ვაიმე იმ ვირის დღესა!


Friday, July 5, 2013

გიორგი ლიფონავა „სტუმარ-მასპინძელი“-ს გადაღებას იწყებს.

რამდენიმე თვის წინ დაანონსებული პროექტის „სტუმარ-მასპინძელის“ გადაღებები უკვე დაიწყო. ფილმის სიუჟეტი ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელს ემყარება, თუმცა მოქმედება ოცდამეერთე საუკუნეში ხდება:  მონადირე ჯოყოლა მთაში გზააბნეულ ტურისტს პოულბს და სახლში მიჰყავს, ღამით საქეიფოდ მოსული ძმაკაცები სტუმარში გეის ამოიცნობენ. ჯოყოლას ძმაკაცები სტუმრის მოკვლას მოინდომებენ, და ამ მიზნით ეპისკოპოსს და მრევლს მოიყვანენ. აღგზნებული მრევლი ჯოყოლას ულტიმატუმს უყენებს - გადასცეს სტუმარი ან მისი ბედი გაიზიაროს. ამის შემდეგ ინტელექტუალური ჭიდილი იმართება ეპისკოპოსა და ჯოყოლას შორის.


ფილმის პრეზენტაცია 25 დეკემბერს იგეგმება. კინოკრიტიკოსები ფილმს წარმატებას წინასწარმეტყველებენ.