Wednesday, December 26, 2012

27 დეკემბერს თბილისში მიწისძვრა მოსალოდნელი არაა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია 27 დეკემბერს თბილისში მოსალოდნელი 6 ბალიანი მიწისძვირს შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

ექსპერტების განცხადებით მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, ამიტომ ხვალ, 27 დეკემბერს, 19 საათზე მოსალოდნელიც რომ იყოს მიწისძვრა მისი პროგნოზირება უბრალოდ შეუძლებელია.

ექსპერტები აგრეთვე მოუწოდებენ მოსახლეობას ხვალ 19 საათზე გამოცხადებული მიწისძვრის თავიდან ასაცილებლად ქუჩაში გამოსვლით და ლოდინით თავი არ შეიწუხონ.

შეგახსენებთ რომ ანალოგიური მიწისძვრის მოლოდინში ბათუმში და ქუთაისში 26 დეკემბერს, ხახლი ქუჩაში იყო გამოსული, მიწისძვირს მოსალოდნელი შედეგებისგან თავდასაცავად.