Tuesday, November 6, 2012

სერ ელტონ ჯონი დიმიტრი ლორთქიფანიძეს მხარდაჭერას უცხადებს

სერ ელტონ ჯონი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და ხელისუფლების მშვიდოაბიან შეცვლას ულოცავს. წერილში სერ ელტონ ჯონი მხარდაჭერას უცხადებს დიმიტრო ლორთქიფანიძეს კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე. მისი განცხადებით დასავლეთში ბევრი ისეთი რამ ხდება რაც ისეთი ისტორიის ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა მიუღებელია. „განსაკუთრებულად აღმაშოთებელია ჰომოსექსუალობის ზღვარგადასული პროპაგანდა“ - ნათქვამია წერილში. თუმცა სერ ელტონ ჯონი ამატებს რომ ნებისმიერი ადამიანი დაცული უნდა იყოს, მთავარია ეს სხვებს არ მოახვიონ თავზე და „სახლში რაც უნდა ის აკეთონ“. 

სერ ელტონ ჯონი ასევე იმედოვნებს რომ განსხვავებით ძველი ხელისუფლებისაგან რომელიც იაფასიანი მუსიკის მოყვარული იყო, ახალი ხელისუფლება მის ბათუმში ჩამოსაყვანად თანხებს გამოძებნის. შეგახსენებთ რომ სერ ელტონ ჯონმა შარშანაც გამოხატა ბათუმში ჩამოსვლის სურვილი, მაგრამ მაშინ საჭირო თანხა ვერ გამოიძებნა. 


Sunday, November 4, 2012

სტუდენტებმა ილიაუნის რექტორად თეოდორე გიგნაძე წარადგინეს

ილიაუნის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი ახალ ხელისუფლებას რექტორის შეცვლის მოთხოვნით მიმართვას, სტუდენტების სურვილია რომ ილიას უნივერსიტეტის რექტორი თეოლოგი, მამა თეოდორე გიგნაძე გახდეს.

საინიციატოვო ჯგუფი ასევე მოითხოვს ილიას უნივერსიტეტს სახელი გადაერქვას და "ილიას უნივერსიტეტის" მაგივრად "წმინდა ილია მართალის სახელმწიფო უნივერსიტეტი" ეწოდოს. 

სტუდენტების აზრით მხოლოდ სასულიერო პირის დანიშვნა თუ ჩამორეცხს ილიაუნის იმ ცოდვას რაც მასში წლების გამნავლობაში დაგროვდა.