Thursday, May 17, 2012

გეი აღლუმზე ნაცემმა მმკ-ლმა თავის მოკვლა სცადა




17 მაისის ისტორიული გეი აღლუმი თბილისში ძალადობრივად დასრულდა. მიუხედავად იმისა რომ პოლიციელები და ჟურნალისტები ბევრად აღემატებოდნენ აქციის მონაწილეთა რაოდენობას, ორგანიზაცია "მმკ"-ს აქტივისტებმა აღლუმი დაარბიეს.

გეი აღლუმის დროს მოძალადე მმკ-ლი მსუბუქად გალიახა, რამდენიმე საათის წინ კი მან თავის მოკვლა სცადა, რადგან როგორც თავად ამბობს, მის სიცოცხლეს აზრი აღარა აქვს რამეთუ მას ჰომოსექსული მოერია. დაზარალებულმა მოძალადემ პროტესტის ნიშნად მოგვიანებით წვერიც კი გაიპარსა.

ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, დამშვიდდა და მეუღლეს ფეხების დაბანის უფლებაც კი მისცა. თანამოაზრეები ამშვიდებენ და ეუბნებიან, რომ ჯერ ყველაფერი წინ აქვს. რომ კიდევ ბევრი გეი აღლუმი იქნება და მასაც ექნება შანსი თავისი შელახული ღირსება აღიდგინოს.

კულურულ საუბრებში მრევლის წარმომადგენლები კი საუბრობენ იმაზე რომ ის რწმენაში დაბრკოლდა, როდესაც ექვსფერიან დროშას შეეხო.