Thursday, February 9, 2012

მეცნიერებმა დებილოვირუსი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც აივ-ზე დიდ პრობლემას შეუქმნის კაცობრიობას. მიუხედავად იმისა რომ ვირუსი სასიკვდილო არაა, მისი მოქმედების შედეგები სავალალოა, იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედების სიკვდილს. სამწუხაროდ ინფიცირებული ორგანიზმი არ კარგავს სიცოცხლისუნარიანობას, მაგრამ კარგავს ლოგიკური აზროვნების უნარს. სამწუხაროდ გარეგნული ნიშნებით ინფიცირებულის ამოცნობა შეუძლებელია.

ინფიცირების თავიდან ასაცილებლად მეცნიერები ყოველდღიური მენტალური აქტიურობისაკენ მოგვიწოდენებ, მაგალითად თუნდაც კროსვორდის შევსება (თუკი კროსვორდი ინფიცირებულის მიერ არაა შედგენილი). აგრეთვე აუცილებელია დებილოვირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა.

შეგახსენებთ რომ ვირუსებზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებს, და თავად ქართული ფლორის საოცრება "სალხინო"-ც კი უძლურია.

უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე კვლევა, რომელიც ადასტურებს დებილოვირუსით ინფიცირებულთა განსაკუთრებით მაღალ რიცხვს პოლიტიკოსთა შორის.

პარიზის მეცნიერებათა აკადემიამ უკვე გამოაცხადა კონკურსი და დებილოვირუსის ვაქცინის შესაქმნელად. აგრეთვე წამყვანმა სამეცნიერო ფონდებმა დაიწყეს გრანტების გაცემა დებილოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. თუმცა მეცნიერთა ნაწილი შიშობს რომ ამ ფულს სწორედ დებილოვირუსით ინფიცირებულები მიიღებენ, და ისინი კი როგორც დაინტერესებული მხარე არ შექმნიან ვაქცინას.

აგრეთვე უკვე დაიწყო კვლევის შედეგებით მანიულაციები და საეჭვო კვლევების გამოქვეყნება იმასთან დაკავშირებით რომ დებილოვირუსის გავრცელებაში კომპიუტერი და ზოგადად ინფორმაციული ტექნოლოგიებია დამნაშავე. თუმცა ამ კვლევების ავტორებიც ძირითადად დებილოვირუსით ინფიცირებულები არიან.

დებლოვირუსის წინააღმდეგ ქმედებები გატარდება საქართველოშიც: არასამთავროებმა უკვე დაგეგმეს ფლეშმობები დებილოვირუსის წინააღმდეგ; ხოლო მინისტრები კი ბლოგერებს შეხვდებიან და საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ ინკურნება დებილოვირუსი ქართული საოცარი წამლით "სალხინო".


Wednesday, February 1, 2012

ვანდალიზმი ილია ჭავჭავაძის საფლავზე

წუხელ ღამით პოლიციამ ორი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დააკავა რომლებიც ილია ჭავჭავაძის საფლავის ამოთხრას აპირებდნენ. დაკავებულთა განცხადების თანახმად ისინი ლიბერალი პოეტები არიან და საფლავის ამოთხრის მცდელობა არა ვანდალიზმი არამედ კრეატიული პროტესტია. პოეტების განცხადებით ილიას ამოთხრას იმიტომ აპირებდნენ რომ გადმოებრუნებინათ, "რამეთუ თამანედროვე ქართველების შემხედვარე ილია აუცილებლად გადაბრუნდებოდა საფლავში"-ო.

კიდევ უფრო საინტერესო ის არის რომ ახალგაზრდებმა გათხრა საგურამოში, ილიას ზეგლთან დაიწყეს, რადგან ეგონათ რომ სწორედ მემორიალის ქვეშ იყო დაკრძალული ილია ჭავჭავაძე. თუმცა იმის გამო რომ მიწა გაყინული იყო ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.