Wednesday, December 28, 2011

სანინფორმაციო გამოშვებამ წლის ადამიანად სპეცრაზმელი დაასახელა

2011 წელი მთელს მსოფლიოში გამორჩეული იყო მრავალათასიანი დემონსტრაციებით, ამასთან დაკავშირებით ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად დემონსტანტი დაასახელა (რომელიც ჟურნალმა ტაბულამ მეამბოხედ თარგმნა ხოლო itv-მ როგორც "რიგითი დემოსნტრანტი").

ამასთან დაკავშირებით სანინფორმაციო გამოშვებამ ჩაატარა კვლევა და დარწმუნა იმაში, რომ წლის ადამიანის სტატუსს სწორედ სპეცრაზმელი იმსახურებს, რომელმაც არ მისცა საშუალება დემონსტრანტ მეამბოხეს თავისი გაეტანა.


Tuesday, December 27, 2011

გეოგრაფიის სახელმძღვანელოებიდან სან-მარინოს ამოიღებენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების სისტემის რეფორმირების ფარგლებში, "პატარა და უმნიშვნელო" სახელმწიფოების გეოგრაფიის კურსიდან ამოღებას გეგმავს.  სამინისტროში აცხადებენ რომ ეს არანაირად არ უკავშირდება რომელიმე "პატარა და ნაკლებად ცნობილი" ქვეყნის კონსულებს, არამედ მიზნად ისახავს რღმა და საფუძვლიანი ცოდნის მიცემას ბავშვებისათვის, ისეთი ქვეყნების შესახებ, რომელსაც მსოფლიო რუკაზე გამადიდებელი შუშის გარეშე დაინახავ.

გეორგრაფიის მასწავლებლების გადამზადების პროცესში რუსთავი ორთან არსებულ ტრენინგ ცენტრში გაივლიან.


2012 წლის საახალწლო კონცერტი სენსაციური დუეტებით აღინიშნება

მერიის კულტურის სამსახურმა ყველა დაპირისპირებული მხარის შერიგება დაგაწყვიტა და 2012 წლის საახალწლო კონცერტზე სენსაციურ დუეტებს წარმოგვიდგენს:

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ჯგუფი t.A.T.u. პოპულარული სიმღერით  - Я сошла с ума.
ენრიკე იგლესიასი და გია სურამელაშვილი სიმღერით - Hero;
ბურჯანაძე და სპეცრაზმელები, სიმღერით - do you really want to hurt me.
ლალი მოროშკინა და თაკო ფხაკაძე სიმღერით - „არაფერს არ ვნანობ, ტკბილია ცაა“.
მერაბიშვილი და რუსეთის აგენტები სიმღერით - Раскажи снегурочка.

გამონაკლისი მხოლოდ შალვა ნათელაშვილია, რომელიც კონცერტზე გამოსვლას დათანხმდა მაგრამ შერიგებას არა, ამიტომ მარტო გამოვა და წაიკითხავს რობერტ ბერნსის ყველასათვის საყვარელ ლექსს  My Love is a like A Red Red Rose (ჩემი სიყვარული წითელი ვარდია).

კონცერტის ბოლოს თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი ერთად დაარიგებენ ლიკანს და ნაბეღლავს.

სანინფორმაციო გამოშვება გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გთხოვთ მეგობრებს გაუზიაროთ საახალწლო პროგრამა.



Friday, December 9, 2011

ანაკლიასთან ხელოვნური კუნძული აშენდება

ანაკლიასა და ლაზიკას შორის 90 ჰექტარიანი ხელოვნური მცურავი კუნძული აშენდება, რომელიც საქართველოს კურორტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. ხელისუფლების ათპუნქტიანი გეგმით უახლეს ათ წელიწადში ტურისტული ნაკადის 10 მილიონამდე გაზრდა იგეგმება, რომელთა ნაწილსაც სწორედ ლაზიკა და ხელოვნური კუნძული უმასპინძლებს.

"საქართველოს არ აქვს კუნძული, მაგრამ აქვს ზღვა და არაჩვეულებრივი კლიმატი, თანამედროვე ტექნოლოგიები კი გვაძლევს შესაძლებლობას ამის შესაძლებლობას, ხელოვნური კუნძლები არის არაბეთში, იაპონიაში." განაცხადა პრეზიდენტმა შვეულმფრენში, როდესაც ლაზიკას დაგეგმარებას პირადად ხელმძღვანელობდა.

ბოროტი ენები საუბრობენ რომ პრეზიდენტს ეს იდეა მაშინ გაუცნდა, როდესაც ანაკლიას და ყულევს შორის ტერიტორიას შვეულმფრენიდან ამოწმებდა.

კუნძულის მშენებლობას იაპონური კომპანია უზრუველყოფს, მშენებლობის დაწყება 2012 წლის გაზაფხულზე იგეგმება და სავარაუდოდ 2015 წელს პირველ ტურისტს უმასპინძლებს.


ლაზიკაში პირველ საპროტესტო აქციას ლეიბორისტები გამართავენ

ჯერ არ არაშენებულ ლაზიკაში უკვე დაგეგმილია საპროტესტო აქცია, ლეიბორისტები აცხადებენ რომ სანამ მიშა წითელ ლენტს გადაჭრის მანამდე ისინი საპროტესტო აქციას გამართავენ, ასე რომ ლაზიკას ისწორია საპროტესტო აქციით დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ამ საპროტექსტო აქციის გამართვა დაუშვებელია, რამეთუ ქალაქის გახსნა ნეგატიურ ფონზე უარყოფით სედეგებს მოიტანს მასზე და გარკვეულწილად დათარსავს კიდეც ასალ ქალაქს.

მაღალი ალბათობით პირველი განხადება რაც ლაზიკას მერიაში შევა ლეიობრიტების წერილი იქნება საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ.



Wednesday, December 7, 2011

საერთაშორისო გამოკითხვების მიხედვით მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტები ლიდერობენ

ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და შესწავლის ინსტიტუტი საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვაში 200 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც დღემდე ცატარებული ეგზიტპოლებიდან უპრეცენდენტოდ ფართომაშტაბიანია. 

ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და შესწავლის ინსტიტუტი საერთაშორისო რეიტინგით სარგებლობს და არჩევნების შედეგებსა და მათ შედეგებს შორის 2-3%-ზე მეტი სხავობა ჯერ მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს.

გამოკითხულებს დაესვათ მხოლოდ ერთი შეკითხვა: ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას? უცვლელად გთავაზოვთ ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და შესწავლის ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგებს.


ლეიბორისტული (შრომის) პარტია - 41%
ბიძინა ივანიშვილის პარტია - 27%
ნაციონალური მოძრაობა - 13%
ქდმ - 8%
ყველას წინააღმდეგ - 3%
სხვა პოლიტიკური პარტიები -4%


პოლიტოლოგები აცხადებენ რომ ეგზიტპოლების შედეგები სარწმუნო არაა, რადგან ქართველი ამომრჩეველი ელასტიურია და შეიძლება მაჩვენებლები ნებისმიერ წამს შეიცვალოს.