Wednesday, November 30, 2011

ეროსი კიწმარიშვილი ალპინიზმის სკოლას ხსნის

ე. კიწმარიშვილი მაესტროს ბოძზე ცოცვისას
ტელეკომპანია მაესტროს ოკუპაციისას გამაოცებელი აკრობატული ნიჭის დემონსტრირების შემდეგ ეროსი კიწმარიშვილი ალპინიზმის კოლას ხსნის. მარკეტინგის ექსპერტები მიჩნევენ რომ მაესტროს ოფისის ღობეზე გადაძრომა მიზანმიმართული გადაძრომა იყო და კიწმარიშვილმა ამ ფორმით მისი ახალი სკოლის წარმატებული პრეზენტაცია მოახდინა. სკოლა გარდა ტრადიციული ალპინიზმისა  მის აღსაზრდელებს ზოგადად ცხოვრებას ასწავლის. აგრეთვე შეისწავლება ისეთი დისწიპლინები, როგორიცაა: ჭოკზე ხტომა, ღობეში დიპლომატიური გაძრომა და ხეზე ასვლის საფუძვლები. დიპლომატია და მუხტის შექმნა ფაკულტატიურ საგანთა შორის იქნება შეტანილი. 

პოლიტოლოგები ეჭვის თვალით უყურებენ აღნიშნულ ინიციატივას და მაისაშვილის "ლიდერთა სკოლას" იხსენებენ. აგრეთვე ისინი აცხადებენ რომ კიწმარიშვილმა ხეზე ასვლა რომ იცოდეს თვითონ ავიდოდა, და რომც იცოდეს სხვებს მაინც არ ასწავლიდაო.

პროფესიონალი ალპინისტები კიწმარიშვილი ცოცვის ტაქტიკას იწუნებენ, კერძოდ კლდეზე ცოცვისას აუცილებელია სხეული რაც შეიძლება ახლოს იყოს სასოც ზედაპირთან ხოლო აწევა ფეხების ხარჯზე უნდა ხდებოდეს. კიწმარიშვილმა კი სრულიად უცნაური ტექნიკა გამოიყენა. თუმცა ალპინისტები ამატებენ რომ შესაძლოა კლასიკური პოზის მიღებაში ბატონ კიწმარიშვილს მისმა ფიზიოლოგიამ, კერძოდ კი ჭარბმა წონამ შეუშალა ხელი.



კიწმარიშვილი მეორე სართულზე გამაგრებულ ღლონტს წყლის და გაზის გადაკეტვით ემუქრება

მთელი დღეა ტელეკომპანია მაესტროში დაპირისპირება მიმდინარეობს, კერძოდ წუხელ გვიან ღამით ეროსი კიწმარიშვილი ღობიდან გადაძვრა და ტელეკომპანია მაესტრო დაიკავა, დილით კი მამუკა ღლონტმა და მისმა მომხრეებზე დამოაძევეს, ამ ეტაპზე ღლონტს მეორე სართული აქვს დაკავებული და იქიდან მაუწყებლობს, კიწმარიშვილს კი პირველი. ეროსი კიწმარიშვილი იმუქრება რომ წყალს და გაზს გადაუკეტავს მეორე სართულს, მეორეს მხრივ ღლონტი სტრატეგიული სიმაღლის დათმობას არ აპირებს, აცხადებს რომ წყლის და არც გაზის გადაკეტვის არ ეშინია და კიწმარიშვილს თხოვს პროექტი "ამტანი" გაიხსენოს.

პოლიცია კი  რუსი სამშვიდობოებივით იქცევა და შეშფოთებული თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს.


Saturday, November 26, 2011

შალვა ნათელაშვილის ინგლისურის მასწავლებელმა თავის მოკვლა სცადა

დუშეთში შალვა ნათელაშვილის ინგლისურის მასწავლებელმა, რომელიც დღემდე მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად თავის მოკვლა სცადა. თუმცა სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და ცისანა მასწავლებელს დამბაჩა მაშინ გაუვარდა როდესაც აკაკი წერეთლის რომელიღაც პოემას უხსნიდა მოსწავლეებს.

ხოლო თავად ცისანა მასწავლებელი კატეგორიულად უარყოფს იმას რომ შალვა ნათელაშვილს ინგლისურს ასწავლიდა. და საერთოდ აცხადებს რომ ინგლისურის სწავლებას უკვე 40 წელია თავი დაანება და ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.


Thursday, November 24, 2011

ამერიკაში შალვა ნათელაშვილის მიტინგი დაარბიეს

დღეს შალვა ნათელაშვილმა თეთრი სახლის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო, სადაც დამტვრეული ინგლისურით სკანდირებდა: 
"გოუ დაუდ დიკტეიტერ"-ო.
ლინგვისტები ვერ შეთანხმებულან ნამდვილად ინგლისურად სკანდირებდა თუ არა ნათელაშვილი. ზოგიერთი ლინგვისტის აზრით ნათელაშვილი ძველ შუმერულ ენაზე ამბობდა ლექსს.

ფართომაშტაბიან აქციაში სამი ლეიბორისტი იღებდა მონაწილეობას. მიტინგის დასრულების შემდეგ ლეიბორისტებმა სასტუმროში დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ გზა არ აზსოვდათ, ნათელაშვილი იქვე მდგომ პოლიციელთან მივიდა და ჰკითხა: "go hotel officer"-ო (გულისხმობდა, სასტუმროში წასვლა მინდაო). პოლიციელმა კი ეს უხამს წინადადებად მიიღო და წიწაკიანი სპრეი შეასხა.

ლეიბორისტები ამ ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევენ.