Wednesday, October 26, 2011

ანრი ჯოხაძეს ქათმებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

რუსთავი-2 ზე გასულმა იუმორისტულმა გადაცემამ, რომელშიც ანრი ჯოხაძე და მისი მოცეკვავეები ცოცხალ ქათმებს აქნევდნენ ცხოველთა უფლებების დამცველები აღაშფოთა. მათი განცხადებით საქართველოს კანონმდებლობა ცხოველების წამებას კრძალავს.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს არის თუ არა ჯოხაძის სიმღერის ქათმებისათვის იძულებით მოსმენა მათი წამება. 

ანრი ჯოხაძე პირველი ქართველი მომღერალია რომელმაც ქათმებზე ძალადობა საჯაროდ განახორციელა. თავდაპირველად ჯოხაძემ და მისმა მოცეკვავეებმა ქათმები აქნიეს, შემდეგ ჟოხაძემ ცოცხალი ქათამი დარბაზში გადაისროლა. ვრცელდება ინფორმაცია რომ ამ სანახაობის მნახველნი გადაუდებელ ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებენ.




Tuesday, October 25, 2011

ხელისუფლებამ ამერიკელი შამანი „ჩაფიქრებული ხერხემალი“ აამოქმედა

ორი დღის წინ ივანიშვილისათვი ოკულტური ქვების შემოტანის მცდელობისას სამართალდამცავებმა ვალერი ლევინი დააკავეს. ლევინს აღმოანდა საეჭვო რუსული ჟურნალი და მაგიური ქვები, რომელიც ინტერნეტში 15$-ად იყიდება. არსებობს მოსაზრება რომ ეს ქვები ლევინმა თვალის ასახვევად გამოიყენა ხოლო ნამდვილი მაგიური ქვები მუცელში ჰქონდა ამოკერილი.

ჯერ ჯერობით არ დასტურდება არის თუ არა ვალერი ლევინი ირა ლევინის ნათესავი, რომელიც „როზმარის ჩვილის“ ავტორი და სახელგანთქმული ოკულტისტია.

ასევე არსებობს ინფორმაცია რომ ივანიშვილის რეზიდენციაში 10 ნოემბერს (სავსემთვარეობას) სპეციალურად მოწვეული მაგები სირიუსისა და ანდრომედას თანავარსკვლავედებს შორის მდებარე ასტრალურ პორტალს გახსნიან და სულს სახელად „ლემ“-ს გამოიძახებენ.

ვრცელდება ინფორმაცია რომ ხელისუფლებამ ივანიშვილის რუსული მაგიისაგან თავდასაცავად აპირებს ორი ამერიკელი შამანი: „ჩაფიქრებული ხერხემალი“ და „ბობოქარი შადრევანი“ გამოიყენოს.

როგორც ექსტრასენსები აცხადებენ ისინი ნათლად ხედავენ პრეზიდენტის რეზიდენციასა და ივანიშვილის რეზიდენციას შორის არსებულ უზარმაზარ ენერგეტიკულ ველს.

ქართველი მაგები შეშფოთებულები არიან და მიმართავენ ორივე მხარეს გაიხსენონ თუ რა მოჰყვა ბოლოს  სირიუსისა და ანდრომედას თანავარსკვლავედებს შორის მდებარე ასტრალური პორტალის გახსნას ...

Sunday, October 23, 2011

ბერა ივანიშვილი გოგა ხაჩიძეს მოუწოდებს წვიმად გადაიქცეს

ფეისბუკ ომი, რომელიც მინისტრმა ხაჩიძემ დაიწყო სტატუს აფდეითებიდან - სიმღერებში გადაიზარდა. ომი მინისტრმა დაიწყო და ბერას სიმღერებს "რეპად თქმული ორღობის ამბები უწოდა", პასუხად კი ბერამ ის სიმღერაში მოიხსენია და თხოვა "გოგა გთხოვ წვიმად გადაიქეცი".

ბოროტი ენები საუბრობენ რომ ბატონი მინისტრი უკვე აორთქლდა ფეისბუკიდან, უკავშირდება თუ არა ეს ბერას მოწოდებას და მართლა გადაიქცევა თუ არა მინისტრი წვიმად უცნობია.


აგროექსპერტები აცხადებენ რომ წვიმის სახით გოგა ხაჩიძე უფრო სასარგებლო იქნება გარემოსთვის, ვიდრე გარემოს დაცვის მინისტრის სახით.


კახუჩელა აცხადებს რომ ლელა კაკულიაზე ადრე წინასწარმეტყველებდა ივანიშვილის მოსვლას

პოპულარული ქართველი მომღერალი კახუჩელა აცხადებს რომ ლელა კაკულიაზე ადრე წინასწარმეტყველებდა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას და საქართველოს გაბრყინებას, კერძოდ, შარშან საახალწლოდ დაწერილ სიმღერაში "პაჩკა პაჩკა დოლარები" კახუჩელამ შემდეგი მესიჯები ჩადო:

“თოვლი იყო, მაგრამ არა ციოდა,
ციდან მწვანე დოლარები ცვიოდა,
ხვავი იდგა ხალხი აღარ ჩიოდა
აღარავის ცრემლი არა სდიოდა.

მღეროდა, ჰეი, დიდი და პატარა,
თვალებიც, ჰეი, ხან იყო ხან არა,
და ყოველ დღეს მოჰქონდა ხეირი,
დილიდან დილამდე ქეიფი.

ამ ცხოვრებამ აიარა, ჩაიარა,
ამიხდება სიზმარი.”


შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის ფინანსურ კრიზისთან ერთად ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა:დავინახე მთაწმინდაზე, ქართლის დედის ქანდაკებაზე დაბრძანებული შვიდქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც აფრინდა და ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეზე დაბრძანდა - გაბრწყინდა საქართველო.“

ექსპერტების აზრით, კახუჩელას წინასწარმეტყველებაში ფრაზა: „“თოვლი იყო, მაგრამ არა ციოდა,“ იმის მანიშნებელია რომ ივანიშვილის პოლიტიკური გამარჯვება ზამთარში მოხდება.

Monday, October 17, 2011

ლელა კაკულია ივანიშვილის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს

ლ. კაკულია და პატრიარქი ილია II
ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ივანიშვილის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს.

„დავინახე მთაწმინდაზე, ქართლის დედის ქანდაკებაზე დაბრძანებული შვიდქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც აფრინდა და ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეზე დაბრძანდა - გაბრწყინდა საქართველო.“


ასევე ლელა კაკულიას ინფორმაციით საბერძნეთს უახლოეს მომავალში დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნება და ევროკავშირს დატოვებს.



Monday, October 10, 2011

ქართველი გლეხების მიმართვა მეფე ნუგზარს

თქვენო აღმატებულებავ, ბატონიშვილო ნუგზარ,

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ოდეს შევიტყვეთ მემკვიდრის დაბადების შესახებ, გილოცავთ და იმედს ვიტოვებთ რომ უფლისწულის გარშემო წარმოქმნილი გაუგებრობა მალევე აღმოიფხვრება. ვუსურვებთ პატარა უფლისწულს გაიზარდოს სახელოვანი ვაჟკაცი და ყვეყანა გამოიყვანოს იმ გამსაცდელიდან რომელშიც ამჟამად იმყოფება.

ამავე დროს ჩვენ გვაინტერესებს თუ რამდენად შეინარჩუნა ბაგრატოვანთა ღვთითკურთხეულმა დინასტიამ ის ტრადიციები რასაც თქვენი წინაპრები ატარებდნენ, აქედან გამომდინარე უმორჩილესად გთხოვთ გვიპასუხოთ:

შეგიძლიათ თუ არა ზაქის შეჭმა (ერთ ჭამაზე ცხადია).

ასევე გთხოვთ გვითხრათ რა დაგვიჯდება ბაგრატოვანთა დინასტიის აღდგენა (რაოდენობრივად - ზაქი/წელიწადში).

პატივისცემით,
თქვენს ყმობაზე მეოცნება, გააზნაურებული გლეხები.



Friday, October 7, 2011

ბიძინა ივანიშვილის პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ლევან ვასაძეს წარადგენს

მაღაზიაში გაგონილ საუბარზე დაყრდნობით ჩვენი საველე კორესპონდენტისაგან მივიღეთ უტყუარი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და ლევან ვასაძის თანამშრომლობის შესახებ. ინფორმაცია მდგომარეობს იმაში რომ ბიძინა ივანიშვილი შექმნის პარტიას და ჩაერთვება საპარლამენტო არჩევნებში ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებში აღნიშნული პარტია ლევან ვასაძეს წარადგენს. შეგახსენებთ, ლევან ვასაძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია, რომელიც ქართული საზოგადოებისათვის ცნობილია პატრიოტული ლექსების კითხვით. 

Thursday, October 6, 2011

სარკოზი ივანიშვილს შეხვდება?!

გავრცლებული ინფორმაციით ხვალ თბილისში ვიზიტის ფარგლებში ნიკო’ლა სარკოზისა და ბიზინა ივანიშვილს შორის არაოფიცილური შეხვედრა შედგება. აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელში გავრცელდა და ჯერ ჯერობით არც საფრანგეთის საელჩოს და არც „ქართუ ჯგუფს“ არ დაუდასტურებია. სავარაუდო შეხვედრის ადგილად ივანიშვილების მთაწმინდის რეზიდენცია სახელდება.

სომხეთში სარკოზის ხინკალი მიართვეს

საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკო’ლა სარკოზის, რომელიც ამჟამად სომხეთში იმყოფება ვიზიტით ოფიციალურ ვახშამზე ხინკალი მიართვეს, როგორც „ეროვნული სომხური კერძი“. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას სასტიკი პროტესტის ტალღა მოჰყვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ჯერ ჯერობით არ სახელდება რომელი ხინკალი (ქალაქური თუ ხევსურული) მიართვეს სარკოზის, ასევე უცნობია მოეწონა თუ არა მას ხინკალი.


Wednesday, October 5, 2011

მის საქართველო განათხოვარია, მაგრამ ქალიშვილია

კურიერმა მის საქართველო 2011-ის მეზობლებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მის საქართველო განათხოვარი ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენც გავესაუბრეთ სილამაზის დედოფლის მეზობელს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, მაგრამ ინტერვიზე დაგვთანხმდა: "ის ბიჭი ისეთი იყო - უკუღმართი, ჯიჯგნა ჯიჯგნა, მაგრამ ვერაფერ ვერ უქნა ამისთანა გოგოს, ამიტომაც მალევე დაშორდნენ".

აქედან გამომდინარე გამარჯვებულის კონკურსიდან მოხსნის ლეგიტიმური ინსტრუმენტი არ არსებობს.