Thursday, September 29, 2011

უცხოპლანეტელების ხომალდების მოახლოება მეორედ მოსვლის მაუწყებელია

გავრცელებული ინფორმაციით ორ თვეში დედამიწას სამი გიგანტურო უცხოპლანეტური ხომალდი ეწვევა.

ინფორმაცია presa.ge-მ გაავრცელა, რომელიც თავის მხრივ wek.ru და newsinfo.ru-ს ეყრდნობა, რომლებიც ამბობენ რომ ვიკილიკს ეყრდნობიან. ჩვენმა რედაქციამ ამ ინფორმაციის ნახვა უშუალოდ ვიკილიკზე ვერ შესძლო, მაგრამ ვენდეთ presa.ge-ს ნდობას  wek.ru-სა და newsinfo.ru-სადმი.

თეოლოგების აზრით დედამიწაზე გახშირებული კატაკლიზმები, კატასტროფები და უკვე უცხოპლანეტელების ხომალდების მოახლოება მეორედ მოსვლის დასაწყისის მანიშნებელია.

Wednesday, September 28, 2011

მამა თეოდორე (გაგნიძე) ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი მამა თეოდორე (გაგნიძე) ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილის გამო ნობელის პრემიაზე წარადგნეს. მის დამსახურებათა ჩამონათვალში აგრეთვე აღნიშნულია უდიდესი წვლილი შემწყნარებლობის დამკვიდრებაში.

მიუხედავად იმისა რომ ეს ჯერ კულუარული ინფორმაციაა, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება მის სიზუსტეში.

Monday, September 26, 2011

ვენაში "მამაბუასილი" დაიჭირეს

ცნობილი ღვთისმგმობი რომელიც ფსევდონიმით - "მამა ბუასილით" არის ცნობილი ავსტრიელმა სამართალდამცავებმა ვენაში ვანდალიზმის ფაქტზე დააკავეს - როდესაც ის ზოოპარკში მაიმუნებს პეჩენიას აჭმევდა. (საზღვარგარეთ ზოოპარკებში ცხოველების კვება აკრძალულია). ქართულმა მხარემ მისი ექსტრადიცია უკვე მოითხოვა.

კულუარული ინფორმაციით "მამა ბუასილის" ექსტრადიცია სპეციალური თვითმფრინავით მოხდება, ასევე მისი დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალურ კოსტიუმში იქნება შებოჭილი, აი ისე როგორც დოქტორ ლექტორია კ/ფ "კრავთა დუმილში".



Wednesday, September 21, 2011

ქართველმა მეცნიერებმა ალექსანდრე მაკედონელის სამარხი აღმოაჩინეს

საერთაშორისო არქეოლოგიურმა ჯგუფმა თურქეთის ტერიტორიაზე გრანდიოზულ სამეფო სამარხს მიაგნო, რომელიც სავარაუდოდ ალექსანდრე მაკედონელს ეკუთვნის, არქეოლოგიურ გათხრებში ქართველი არქეოლოგებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ გამაოგნებელი მოვლენა მოგვიანებით მოხდა.

აკლდამის გათხრის მეორე დღეს მაკედონელის ნეშთი გაქრა, გაოგნებულ არქეოლოგებს ქართველმა კოლეგებმა სიამაყით უთხრეს : "გვამი გავკოჭეთ და წყალში გადავაგდეთო".

მთელი არქეოლოგიური ჯგუფი იმდენად გაოგნებულია, რომ ყველა მათგანს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა, მათ შორის ექსპედიციის ექიმსაც. მიმდინარეობს გამოძიება, ჯერ ჯერობით ვერავინ ხვდება რატომ მოიქცნენ ქართველი არქეოლოგები ასე უცნაურად.

წყარო: CNN


Monday, September 19, 2011

იაპონელებმა "ბონსაი კნუტი" შექმნეს :(

მოგეხსენებათ იაპონელები გამოირჩევიან ყველაფერი ბუნებრივისთვის ფორმების შეცვლის სურვილით, ისინი აჯუჯავებენ ხეებს და ოთხკუთხედ ფორმას აძლევენ საზამთროებს, ამჯერად კი ექსპერიმენტირება ცხოველების ფორმების შეცვლაზეც დაიწყეს დეკორატიული  დანიშნულებისათვის.

იაპონელმა ტექნოლოგებმა შეიმუშავეს კნუტის ქილაში გამოზრდის ტექნოლოგია, რომელიც მას ოთხუთხედ ფორმას აძლებს, თექნოლოგების განცხადებით ეს მეთოდიკა მუშაობს ყველა ძვრილი ზომის ძუძუმწოვარძე: ბაჭიაზე, ლეკვებზე, ზღვის გოჭებზე.

დეტალური მეთოდიკა შეგიძლიათ იხილოთ "ბონსაი კნუტის" ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.ding.net/bonsaikitten/

გარდა ტექნოლოგიისა, ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ სხვადასხვა ფორმის ჭურჭელში მოთავსებული კნუტი.

Saturday, September 17, 2011

ქართველმა გენეტიკოსებმა ადამიანის კლონირება მოახერხეს

ჟურნალ "მედიცინაი ქართულის" ინფორმაციით ქართველმა გენეტიკოსებმა მსოფლიოში პირველი ადამიანის კლონი შექმნეს.

ქართველმა მეცნიერმა ეს გენიალური ექსპერიმენტი საკუთარ სარდაფში, წარმოუდგენელ პირობებში განახორციელა. კლონირებული ჩანასახი უკვე 8 თვისაა, ნაყოფი ჯანმრთელია და არანაირი პათოლოგია არ აღენიშნება.

ექსპერიმენტს უკვე გამოეხმაურა ტაიმსი, გარჯიანი და ვატიკანი. 

ციტატა სტატიიდან ადამიანის კლონირების პრაქტიკული მხარეების შესახებ: "ჩვენ შეგვიძლია  გავაცოცხლოთ ყორღანაშვილი და კიდევ ერთხელ გადმოვაგდოთ კლდიდან!".

სამწუხაროდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს გენეტიკურ მანიპულაციებს, ჯერ ჯერობით უცნობია თუ რა ბედი ელის მეცნიერს - დააჟილდოვებენ თუ დაიჭერენ.

Sunday, September 11, 2011

მაგნიტური ქარიშხალი "ნატა" საქართველოს უახლოვდება

მეუფე იობის ინფორმაციით სულ მალე მზეზე დიდი აფეთქებები მოხდება და მისგან წარმოქმნილი მაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე კატაკლიზმებს გამოიწვევს. რადგან ქარიშხლებს ტრადიციისამებრ ქალის სახელებს უწოდებენ, ექსპერტებმა გადაწყვიტეს მოსალოდნელ მაგნიტურ ქარიშხალს "ნატა" უწოდონ.

"მაგნიტური ველი ადამიანების გონებაზეც იმოქმედებს. მათგან ზოგი გაგიჟდება, ზოგი ვეღარ იაზროვნებს, ზოგი განსჯის უნარს დაკარგავს", – ბრძანა მეუფე იობმა.

უცნობია რა ცოდნას ფლობს მამა იობი ასტორფიზიკის დაგრში თუმცა იგი ამტკიცებს რომ მაგნიტური ქარიშხალი "ნატა" 2013 წელს დედამიწას წალეკავს და გონებადაბინდული მსოფლიო ლიდერები მესამე მსოფლიო ომს დაიწყებენ.

Friday, September 9, 2011

ლიბერალები გაიკოჭებიან და მტკვარში გადაცვივდებიან

ქართველი ლიბერალები თეატრალიზებულ საპროტესტო აქციას გეგმავენ თუშეთში მომხდარი ინციდენტის გასაპროტესტებლად. სადაც გერმანელი ტურისტები გაკოჭეს და წყალში ჩაყარეს.

ლიბერალები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან, შემდეგ კი ტრადიციული სადღეგრძელოების ძახილით დაიძრებიან მეტეხის ხიდისკენ, მეტეხის ხიდზე ერთმანეთს გაკოჭავენ და მტკვარში გადაცვივდებიან.

მსვლელობის მოწყობაზე მერიამ ნებართვა უკვე გასცა. აგრეთვე დედაქალაქის მერიამ გამოიჩინა დახმარების სურვილი და აქციის ორგანიზატორებს ავტობუსების გამოყოფას დაჰპირდა, რეგიონში მცხოვრები ლიბერალების თბილისში ჩამოსაყვანად, თითქოსდა რეგიონებში საკმარისი მდინარეები არ იყოს.

მონაწილეობის სურვილი ზურაბ ვადაჭკორიამაც გამოთქვა, ოღონდ მას დამატებით სეიფში ჩაკეტავენ და ისე გადააგდებენ.

ჯერ ჯერობით უცნობია ვინ ამოიყვანს მტვარში გადაცვენილ ლიბერალებს.

აქციის ზუსტი თარიღი ჯერ არ დაანონსებულა.

Thursday, September 8, 2011

თუშეთში გეი ტურისტების ცემა გაუგებრობის შედეგია

რამდენიმე დღის წინ თუშეთში გერმანელი გეი ტურისტები სცემეს, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა რაც ტურისტებმა სუფრაზე ერთმანეთს აკოცეს. ჩვენ მოვახერხეთ ერთერთ დაზარალებულ ტურისტისტთან დაკავშირება ელ-ფოსტით.

სტეფანი, 23 წლის:
”მეგობრებისგან ვიცოდით რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა და მათი რჩევით ჩამოვედით საქართველოში, ჩვენ გაფრთხილებულები ვიყავით რომ საქართველოში სხვების დასანახად კოცნა არ შეიძლებოდა და ჩვენც ასე ვიქცეოდით. მაგრამ თუშეთში ყოფნისას თბილისელმა ტურისტებმა სუფრაზე მიგვიპატიჟეს, როდესაც დათვრნენ ერთმანეთს ხელის გადახვევა, მოფერება და კოცნა (ლოყაზე) დაუწყეს, მერე კი ერთმა მასპინძელმა თავის მეგობარს ღიპზე აკოცა. მე ჩავთვალე რომ ამ ადამიანებთან პრობლემა არ იქნებოდა თავისუფლად მოქცევა და ჩემს ბოიფრენდს ვაკოცე. ამას მოჰყვა ჩხუბი. ადგილობრივი მოსახლეობას რომ არ დავეცვით ძალიან გაგვიჭირდებოდა იქიდან გამოღწევა.”

Friday, September 2, 2011

ილხამ ალიევი ყოველ მეშვიდე აზერბაიჯანელ ბავშვს მერსედესს აჩუქებს.

ილხამ ალიევი შეშფოთებულია საქართველოში აზერბაიჯანელი მოსახლეობაში შობადობის შემცირებით და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ინიციატივით გამოდის: ალიევი აზერბაიჯანელი ეროვნების ყოველ მეშვიდე ბავშვს მერსედესს აჩუქებს. თუ რომელი კლასის მერსედესები დაურიგდებათ მრავალშვილიანებს არ კონკრეტდება.

ექსპერტების აზრით ილხამ ალიევის პროექტი საქართველოში დემოგრაფიულ ბუმს გამოიწვევს.

Thursday, September 1, 2011

ჩაკ ნორისი სტურუას თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს!

შეშფოთებული ჩაკ ნორისი

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებამ, რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ჩაკ ნორისიც შეაშფოთა, მისი განცხადებით რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობოდიან რობიკო სტურუას განთავისუფლება ამაზრზენი და გაუგონარი ფაქტია, მან ურჩია რურუას გონიერებას უხმოს და სტურუა თანამდებობაზე აღადგინოს.

გთავაზობთ სატელეფონო ინტერვიუს ნაწყვეტს, ჩაკ ნორისთან:
„ბატონი რობერტი ჩემთვის კვლავაც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. თაობა მიდის, თაობა მოდის, რუსთაველის თეატრის პრინციპები კი უცვლელი რჩება, დიახ, დღეს რუსთაველის თეატრი განსაცდელშია, თეატრში ყველანაირი ახალი პროცესის დაწყება ბუნებრივად უნდა ხდებოდეს და არა გარეშე ძალების ჩარევით, ასეთმა ჩარევამ შესაძლოა სამსახიობო ხელოვნების კატასტროფამდე მიგვიყვანოს.

სამწუხაროა რომ 31 აგვისტოს აქციაზე ჩამოსვლა ვერ მოვახერხე, გადაღებებზე ვარ ალასკაზე. მაგრამ იცოდეს რუსთაველის თეატრის სამსახიობმა დასმა რომ მე მათ გვერდით ვარ!“