Wednesday, August 31, 2011

ბათუმში მედეას ძეგლმა ტირილი დაიწყო

ბათუმში ევროპის მოედანზე აღმართულ მედეას ძეგლს შავი ცრემლები წამოუვიდა, ამის თვითმხილველი ათასობით დამსვენებელი და ადგილობრივი მაცხოვრებელი გახდა 21 აგვისტოს, შუადღის 2 საათზე. ამ ეტაპზე უცნობია ამ ფენომენის რაციონალური ახსნა და ექსპერტებს თავიანთი აზრი არ გამოუთქვიათ. ადგილობრივები მიიჩნევენ რომ ის ყველაფერი რაც ევროპის მოედანზე ხდება ქვასაც აატირებდაო.

Sunday, August 28, 2011

ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული ვაშლატამა შემოიტანეს

გავრცელებული ინფორმაციით ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული ვაშლატამა გამოჩნდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ პარტია „მემარცხენე მწვანეების“ ექსპერტს:

ექსპერტი: დიახ, სამწუხაროდ ეს ინფორმაცია სიმართლეა და ქართულ ბაზარზე მართლაც შემოიტანეს გენმოდიფიცირებული ვაშლატამა, რომელსაც მედუზას გენი აქვს გადანერგილი.

კორესპონდენტი: თუ მოხდა რაიმე კვლევის ჩატარება ამის დასადგენად.

ექსპერტი: ცხადია, აბა ექსპერტიზის გარეშე ხომ არ ვისაუბრებდი. რამდენიმე დღის წინ სამზარეულოში ვაშლატამა დამხვდა, მოვითალე და როდესაც ჩავყლაპე პირში თევზის გემო დამრჩა, ცხადია ესეც საკმარისი მტკიცებულებაა გენმოდიფიკაციის დასადასტურებლად.

კორესპონდენტი: იქნებ დანა იყო თევზიანი?

ექსპერტი: (იცინის) არა დანა სუფთა იყო.

Friday, August 26, 2011

კადაფის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის ფოტოები აღმოაჩინეს

მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-კადაფის რეზიდენციაში კონდოლიზა რაისის ფოტოალბომთან ერთად სალომე ზურაბიშვილის ფოტოალბომი და რამდენიმე პორტრეტი აღმოაჩინეს, ფოტოალბომი კადაფის საწერ მაგიდაზე, კონდოლიზა რაისის ფოტოალბომთან ერთად იპოვეს, ხოლო პორტრეტები კი კადაფის ბიბლიოთეკაში კარადის უკან გადამალული აღმოაჩინეს. კონდოლიზა რაისისადმი მუამარ კადაფის სიმპატიები აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ თუ რა აკავშირებს სალომე ზურაბიშვილსა და ლიბიის აწ დამხობილ ლიდერს ჯერ-ჯერობით უცნობია, სავარაუდოდ როდესაც კადაფს იპოვნიან ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყველაზე ბოლოს მოიცლის.

Sunday, August 14, 2011

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი თბილისის თავზე


ნაპოვნია 90იანი წლები დაკარგული ფოტო რომელიც ასახავს თბილისი ანძის თავზე დაკიდებულ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს, რომელიც ფორმით ძალიან წააგავს უცხოპლანეტელების ხომალდს. სურათი ამერიკული პარაფსიქოლოგიისა ინსტიტუტის არქივში იქნა აღმოჩენილი, ამჟამად მიმდინარეობს ნეგატივის შესწავლა. 


ექსპერტების განცხადებით სურათზე გამოსახული მფრინავი ობიექტი უბრალოდ უცნაური ფორმის ღრუბელია. ან შესაძლოა ნეგატივი არქივში შენახვისას დაზიანდა. ნეგატივის შესწავლის დასრულებამდე შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა თუ რა არის გამოსახული სურათზე.

წყარო: http://www.theepochtimes.com/n2/science/fireball-ufogeorgia-video.html

Saturday, August 6, 2011

ლეღვის ნახარშის გამოყენებისათვის მოქალაქეები 500 ლარით დაჯარიმდებიან!

ჯანდაცვის სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც ყველა ვინც გასარუჯად ლეღვის ნახარშს გამოიყენებს 500 ლარით დაჯარიმდება.ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინოვაციური მედიცინის განყოფილების უფროსს დავუკავშირდით და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ბატონო დავით, მართალია ბოლო პერიოდში გახშირდა ლეღვის ნახარშის გამოყენების ფაქტები, მაგრამ მსგავსი საქციელით მოქალაქეები არავის არაფერს უშავებენ, რის საფუძლველზე მოხდება მათი დაჯარიმება?

მოგახსენებთ, თქვენი ლოგიკის მიხედვით მაშინ არც ნარკომანებს არ უნდა ვაჯარიმებდეთ, მარიუხუანას მწეველებიც არავის არაფერს უშავებენ მაგრამ ხომ ვაჯარიმებთ მათ? რადგან ისინი ზიანს აყენებენ საკუთარ თავს. სახელმწიფოს მოვალეობაა იზრუნოს ადამიანზე და დაიცვას ის თუ საჭიროა საკუთარი თავისგანაც. თანაც თქვენ გგონია ადამიანი რომელიც ლეღვის ფოთლების მდუღარე ნახარშს გადაივლებს საზოგადოებისათვის არაა საშიში?

თანაც გაიხსენეთ როგორი დადებითი ეფექტი მოიტანა უსაფრთხოების ღვედების სავალდებულოდ შემოღებამ, თუკი მანამდე ადამიანები თავიანთ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ უფრთხილდებოდნენ, 50 ლარიანმა ჯარიმამ ყველას გააკეთებინა ღვედი, აი ნახავთ ამ კანონის მიღების შემდეგაც აღარავინ გამოიყენებს ლეღვის ფოთლების ნახარშს.

Thursday, August 4, 2011

ენრიკე იგლესიასი კოცნისთვის დაჯარიმებას სასაცილოდ მიიჩნევს

გთავაზობთ ნაწყვეტს ენრიკე იგლესიასის მიერ Time Out Worldwide-ისათვის მიცემული ინტერვიუდან, ბათუმის კონცერტის შესახებ.

_ ენრიკე, გავრცელდა ინფორმაცია რომ ბათუმში კონცერის დროს გოგონას საჯაროდ კოცნისათვის თქვენ დაგაჯარიმებენ? უკვე მიიღეთ თუ არა რაიმე ოფიციალური შეტყობინება საქართველოდან?

_ (იცინის) არა, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, მოგეხსენებათ საქართველოში საჯარო თავშეყრის ადგილებში კოცნა აკრძალულია, ჩემი საქციელით მე პროტესტი გამოვხატე ამ შეზღუდვის წინააღმდეგ, რადგან სიყვარულის გამოვლინების აკრძალვა თავისუფლების წინააღდეგ მიმართულ დანაშაულად მიმაჩნია.

_ კონცერტის დღესვე ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ გოგონას ოჯახის წევრები თქვენგან მის ცოლად შერთვას ითხოვდნენ...

_ მიუხედავად იმის რომ ვხვდები რომ ეს შეკითხვა ხუმრობაა, მაინც სერიოზულად გიპასუხებთ, ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებ თორემ სხვა მხრივ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი - თინიკო ძალიან სიმპატიური და ჭკვიანი გოგონაა. 

ენრიკეს დაჯარიმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღესვე Facebook-ზე შექიმნა მისი მხარდამჭერების გვერდი, სახელწოდებით -"არ დააჯარიმოთ იგლესიასი! სირცხვილია". ენრიკემ ამ ხალხს გვერდში დგომისათვის მადლობა გადაუხადა.

მასალა გამოყენებულია Time Out Worldwide-ის ნებართვის, სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://www.timeout.com/london/music/features/3523/Enrique-Iglesias-inteview.html


Wednesday, August 3, 2011

ენრიკე იგლესიასს ბათუმში კოცნისთვის დააჯარიმებენ!

გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენებთ რომ ბათუმში გამართული კონცერტის მსვლელობისას ენრიკე იგლესიასმა სცენაზე აიყვანა ქართველი გოგონა, რომელსაც ჯერ საჯაროდ ეფერა, ჩაეხუტა და შემდეგ კი ტუჩებში აკოცა! მიუხედავად იმისა რომ მაყურებლები ოვაციებით ხვდებოდნენ აღნიშნულ ქმედებას, ენრიკე იგლესიას ჩადენილი საქციელი საქართველოში დასჯადია. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171–ე მუხლის მიხედვით "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა, - გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“. 

ჯერ ჯერობით უცნობია სამართალდამცავები მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან თუ დააჯარიმებენ ენრიკეს. ასევე თვითმხილველები საუბრობენ რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები ენრიკეს უყვიროდნენ "წესიერად!"-ო, მაგრამ სავარაუდოდ ენრიკემ ეს ან ვერ გაიგო ან არ გაითვალისწინა.

გოგონას ნათესავები კი აცხადებენ რომ რამეთუ ასეთი საქციელის შემდეგ გოგონას გათხოვება უკვე წარმოუდგენელია, ენრიკემ ის ცოლად უნდა მოიყვანოს.