Tuesday, July 5, 2011

ბარბი და კენი დაშორდნენ

ყველასათვის საყვარელი და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული წყვილი, ბარბი და კენი დაშორდნენ. ამ ინფორმაციას   "გრინპის ინტენაშიონალი" ავრცელებს.

 "გრინპის ინტენაშიონალის" ინფორმაციით სკანდალის მიზეზი კენის გარემოსდაცვითი შეხედულებებია. მოგეხსენებათ ბარბის სათამაშოს შესაფუთად ინდონეზიაში ტყეების გაჩეხვა დაიწყო, რათა იაფასიანი შესაფუთი ყუთები დამზადდეს. კენის რეაქცია ამ ფაქტზე უაღრესად უარყოფითი იყო და მან ბარბის განუცხადა რომ: "არ დეითობს გოგონებთან რომელებიც ტყეების განადგურებაში აქვთ გასვრილი ხელები".

შეწყვიტავს თუ არა ბარბი ინდონეზიაში ტყეების განადგურებას სიყვარულის გამო ჯერ ჯერობით უცნობია. არც ბარბის და არც კენს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

Saturday, July 2, 2011

წყლის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტებს მობილურები გაეთიშებათ

მოგეხსენებათ მერია აქტიურად ახორციელებს რეფორმებს კომუნალური გადასახადების ეფექტური ამოღების მიზნით, თავდაპირველად მოხდა წყლის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმა, შემდგომში ნაგვის გადასახადი მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციული გახდა, ამჟამად კი იგეგმება მობილური ტელეფონების გათიშვა ურჩი გადამხდელებისათვის. მერიაში ამბობენ , რომ ქართველი ხახლი იმდენად არის მიჩვეული მობილურებს რომ მათი გათიშვის თავიდან ასაცილებლად კომუნალურ გადასახადებს დროულად გადაიცდია. როდის შევა ძალაში აღნიშნული კანონი უცნობია.