Monday, June 27, 2011

ფილმმა „აგვისტოს 5 დღე“ ოსკარი აიღო

ქართულ რუსული ომის თემაზე გადაღებული ფილმით ამერიკული კინოაკადემია იმდენად მოიხიბლა, რომ დამატებითი, ვადამდელი ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. კონოფესტივალზე მხოლოდ „აგვისტოს 5 დღე“ იყო წარმოდგენილი და შესაბამისად ყველა ოსკარი მან აიღო.

დაჯილდოვების დროს ყველა ტიროდა, საპატიო მოტირლებად ყაზბეგის რაინოდან ჩამოიყვანეს და ხმით, მოთქმით ტიროდნენ, აი სწორედ ისე როგორც „ხევისბერი გოჩას“ ფინალურ კადრებშია. შავებში ჩაცმული შერონ სტოუნი პატრიარქის ნაჩუქარი ხატით იდგა ხელში და ცრემლებს ვერ იკავებდა. ჩვენების დროს ემოციებისაგან რამდენიმე კინოვარსკვლავს წაუვიდა გული და ნიშადურის სპირტით მოასულიერეს. ამბობდნენ რომ ასეთი სანახაობა ამერიკას ჯერ არ უნახავს.

ფილმით აღფრთოვანებულმა კინოკრიტიკოსებმა პროდიუსერებს მოუწოდეს კიდევ ბევრი მსგავსი ფილმი გადაეღოთ, ამის გაგონებაზე ნაყოფიას გული წასვლია.

კინოკრიტიკოსები ფილმს უკვე „ავატარს“ ადარებენ და ამბობენ, რომ ეს ფილმი ყველა ჰოლივუდური ფილმის რეკორდს მოხსნის. ფილმი უკვე ითარგმნა 59 ენაზე, მსოფლიოს ყველა დარბაზში ყველა ბილეთი გაყიდულია.

ამ სტატიაში, გაზპრომისაგან აღებული ფულით, დასასვენებლად მივდვართ, ასე რომ გარკვეული პერიოდი სიახლეებს ვერ შემოგთავაზებთ.

Monday, June 13, 2011

შაშკინის სკანდალური ინიციატივები

დიმიტრი შაშკინის კულტურის მინისტრად დანიშვნას ახალი ინიციატივები მოჰყვა, კერძოდ:

ძეგლებში მაღალი ძაბვა გაივლის რათა მოხდეს მათი ვანდალიზმისაგან დაცვა;

ურჩ ჟურნალისტებს ტყიბულის ტელევიზიაში გააგზავნიან;

მათხოვრებს პოს ტერმინალები დაუმონტაჟდებათ, ხოლო მოქალაქეებს სპეციალური ბარათებით შეეძლებათ მათთვის ფულის ჩარიცხვა; დროა კულტურულად ვიმათხოვროთ, განაცხადა მინისტრმა.

ასევე სკვერებში ტრენაჯორებთან ერთად მახათების აპარატი დაიდგმება, თუ რისთვის არ კონკრეტდება.

სექსის დროს ძალადობის თავიდან ასაცილებლად ახალდაქორწინებს მანდატურები დაენიშნებათ. პირველი ღამის მანდატურებზე კონკურსი უკვე გამოცხადდა, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს რომელიც ნასამართლევი არაა სექსუალური ძალადობისათვის.