Tuesday, May 31, 2011

წყალწაყებული ხავსზე მოჭიდებისათვის დააჯარიმეს!

ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე მყოფი ტურისტი წყალში ჩავარდა და ალბათ ვერც გადარჩებოდა ხავსს რომ არ მოსჭიდებოდა, წყლიდან ცოცხალმკვდარი ამოათრიეს რეინჯერებმა და ჯერ კიდევ გონზე ვერ იყო მოსული რომ 1000 ლარიანი ჟარიმა გამოუწერეს. აღმოჩნდა რომ ხავსი რომელსაც წყალწაღებული ტურისტი მოეკიდა დაგაშენების პირას მყოფი და კანონით დაცული ხავსია.

ჩვენს თხოვნაზე გაეკეთებინა კომენტარი, ტურისტმა გაოგნებული თვალებით შემოგვხედა და ჯარიმა სველ შარვალში ჩაიდო.

ასე რომ ფრთხილად იყავით და იცოდეთ რომ ყველაფერზე მოჭიდება არ შეიძლება, რაც არ უნდა წყალწაღებული იყოთ.

Monday, May 30, 2011

ტაიმსმა ქართველ რევოლუციონერთა ოთხეული დაასახელა!

ტაიმსმა ქართველ რევოლუციონერთა ოთხეული დაასახელა:

იოსებ ბესარიონოვიჩ ჯუღაშვილი (სტალინი) - რუსეთში მონარქიის დამხობა
მიხეილ სააკაშვილი - ვარდების რევოლუცია, შევარდნაძის უსისხლოდ დამხობა
შორენა ბეგაშვილი - მონარქიის აღდგენის მცდელობის დასამარება და უსისხლო გადატრიალება
ნინო ბურჯანაძე - საკუთარი თავის დამხობა და გაკულაკება

Thursday, May 26, 2011

ვაკანსია - "ჯორჯიან დრიმ"

კომპანია "ჯორჯიან დრიმ" აცხადებს ვაკანსიას საოფისე სამუშაოზე.

მოთხოვნები:
სასიამოვნო გარეგნობა;
თანამშრომლებთან ერთად გართობისა და დროს ტარების უნარი;
იუმორის გრძნობა;

მოვალეობები:
ოფისში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
ყავის მოდუღება და დალევა;

ტრადიციული სადღეგრძელოების ცოდნა და თამადობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

ჯამაგირი: 1500 ლარი;
სამუშაო საათები: 12:00-14:00, ყოველდღე, შაბათ კვირის გარდა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (პირველ პირში დაწერილი) ელ-ფოსტაზე: nuras_ukacravad@yahoo.com

დაარსდა ქალიშვილობის კონტროლის ეროვნული სააგენტო

დღეს თბილისი მერიოტში ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ქალიშვილობის კონტორილის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართა. სააგენტო გასცემს ქალიშვილობის დამადასტურებელ მოწმობებს. მოწმობის აღების ღირებულება 10 ლარია, დაჩქარებული მომსახურება 100 ლარი.
ჩვენ ვესაუბრეთ ქალიშვილობის კონტროლის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ქ.შ-ს.

კორესპონდენტი: რამდენად აქტუალური იყო ქალიშვილობის კონტროლის ეროვნული სააგენტოს დაარსება?

ქ.შ.: ეს საკითხი საქართველოში განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩვეა, ამიტომ გადაწყდა რომ აღნიშნული საკითხის დარეგულირებაში სახელმწიფოს მიეღო მონაწილობა. გარდა ამისა ბოლო პერიოდში მომრავლდნენ ე.წ. მეორადი ქალიშვილები, ანუ რომლებმაც ქირირგიული ჩარევით დაიბრუნეს ქალიშვილობა. დღეიდან ჩვენი სააგენტო გააკონტროლებს ყველა ასეთ კლინიკას. ოპერაციების გაკეთებას არ ავკრძალავთ, მაგრამ ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან მოგვაწოდონ იმ პაციენტთა პირადი ინფორმაცია ვინც მსგავსი ოპერაცია გაიკეთა. ასეთ ქალბატონებზე ჩვენი სააგენტო მოწმობებს არ გასცემს.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ ისეთი მექანიზმების შემუშავებაზე რომელიც გარანტიას მისცემს პოტენციურ ქმარს დარწმუნდეს თავისი საცოლის უბიწოებაში, რადგან მოგეხსენებათ სხვა სახის გაუკუღმართებული სექსუალური კავშირებიც არსებობს რისი კონტროლიც ამ ეტაპზე შეუძლებელია.

კორესპონდენტი: თქვენ როგორ აპირებთ ”გაუკუღმართებული კავშირების” გამოვლენას და აღრიცხვას?

ქ.შ. ეს საკითხი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, მაგრამ გამოისავალს აუცილებლად მივაგნებთ. მოხდება მეზობლების და ნათესავების ანონიმური გამოკითხვა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენება.

კორესპონდენტი: დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.