Wednesday, April 20, 2011

ტრადიციული კარნავალი არ ჩატარდება!

უკვე მესამე წელია ნოემბრის თვეში პარლამენტის შენობის წინ საშემოდგომო კარნავალი იმართება, ტრადიციისამებრ აღნიშნულ დღესასწაულზე მოსახლეობა როგორც რეგიონებიდან ასევე დედაქალაქიდანაც ჩამოდის. კარნავალზე ტრადიციისამებრ ხდება პრეზიდენტის გადაგდომის მოთხოვნის დაყენება. კარნავალი როგორც წესი მასობრივი წუწაობით და კოსტუმირებული მსვლელობით სრულდება.
თუმცა წელს კარნავალი ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა და გაზაფხულისათვის გადაიდო.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს შემოდგომაზე წუწაობის შედეგად გაციების რისკი უფრო მაღალია და სავარაუდოდ ამის გამო მოხდა კარნავალის გადადებაო.
თუმცა კულუარული ინფორმაციით კარნავალი იმის გამო გადაიდო რომ საფრანგეთის სახალხო არტისტმა სალომემ, რომელიც აუდიტორიას ფრანგული რომანსებით ართობდა ხოლმე წელს ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.