Thursday, August 4, 2011

ენრიკე იგლესიასი კოცნისთვის დაჯარიმებას სასაცილოდ მიიჩნევს

გთავაზობთ ნაწყვეტს ენრიკე იგლესიასის მიერ Time Out Worldwide-ისათვის მიცემული ინტერვიუდან, ბათუმის კონცერტის შესახებ.

_ ენრიკე, გავრცელდა ინფორმაცია რომ ბათუმში კონცერის დროს გოგონას საჯაროდ კოცნისათვის თქვენ დაგაჯარიმებენ? უკვე მიიღეთ თუ არა რაიმე ოფიციალური შეტყობინება საქართველოდან?

_ (იცინის) არა, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, მოგეხსენებათ საქართველოში საჯარო თავშეყრის ადგილებში კოცნა აკრძალულია, ჩემი საქციელით მე პროტესტი გამოვხატე ამ შეზღუდვის წინააღმდეგ, რადგან სიყვარულის გამოვლინების აკრძალვა თავისუფლების წინააღდეგ მიმართულ დანაშაულად მიმაჩნია.

_ კონცერტის დღესვე ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ გოგონას ოჯახის წევრები თქვენგან მის ცოლად შერთვას ითხოვდნენ...

_ მიუხედავად იმის რომ ვხვდები რომ ეს შეკითხვა ხუმრობაა, მაინც სერიოზულად გიპასუხებთ, ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებ თორემ სხვა მხრივ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი - თინიკო ძალიან სიმპატიური და ჭკვიანი გოგონაა. 

ენრიკეს დაჯარიმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღესვე Facebook-ზე შექიმნა მისი მხარდამჭერების გვერდი, სახელწოდებით -"არ დააჯარიმოთ იგლესიასი! სირცხვილია". ენრიკემ ამ ხალხს გვერდში დგომისათვის მადლობა გადაუხადა.

მასალა გამოყენებულია Time Out Worldwide-ის ნებართვის, სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://www.timeout.com/london/music/features/3523/Enrique-Iglesias-inteview.html


9 comments:

  1. shen shemogevlee nu cer eset ragaceebs jerat mereee : )))))))))))

    ReplyDelete
  2. :D MiiYvars eNrique :D "Tiniko" Momewona

    ReplyDelete
  3. Enrique Iglesias: interview
    By Sharon O‘Connell
    Posted: Mon Sep 24 2007
    აუ კარგით რა ხალხო მე მატყუებს თვალები თუ ეს ინტერვიუ 2007 წელს არის დაპოსტილი და ასაღებთ როგორც გუშინდელს?:) კარგად მაინც დაგემეთ ტყული და ისე დაწერეთ:) და კითხვების და პასუხების შესადგენად ფანტაზია გქონიათ:) უბრალოდ მის შესანიღბად აღარ გეყოთ :):)

    ReplyDelete
  4. Anonymous "აუ კარგით რა ხალხო მე მატყუებს თვალები თუ ეს ინტერვიუ 2007 წელს არის დაპოსტილი და ასაღებთ როგორც გუშინდელს?:)"

    მადლობა რომ შეგვატყობინეთ, სავარაუდოდ ჰაკერებმა შეცვალეს მისამართი, შევასწორებთ!

    ReplyDelete
  5. კარგს იზამთ, თუ ლინკს გამართავთ, პრეისტორიული ინტერვიუ დევს, მე კი იმ გვერდის ადმინი გახლავართ, და ძალიან მინდა ენრიკეს სამადლბელის წაკითხვა :)

    ReplyDelete
  6. http://www.timeout.com/london/music/features/3523/Enrique_Iglesias-interview.html

    ReplyDelete
  7. au es naxet ra saxelic ra magrad daumaxsovrebia :D:D:D.an vapshe sad kitxa im gogos saxeli dzaan ro icodes tinikoa tu tamuna:))

    ReplyDelete
  8. colis moyvanas jer ar vapirebo,,,rom moiyvans aris raimes gamketebeli?:)

    ReplyDelete