Friday, December 10, 2010

ვიკილიკზე გაჟონილი ინფორმაციით ევოლუციის თეორია გაყალბებულია!

სურათი ნასესხებია ვიკიპედიიდან
სკანდალური ვებგვერდის - ვიკილიკის ინფორმაციით წლების განმავლობაში ხელოვნურად იქმნებოდა ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის დამადასტურებელი „არქეოლოგიური მასალები“. დიპლომატების მიმოწერიდან ირკვევა რომ ეს ყველაფერი რელიგიის და სულიერების წინააღმდეგ მიმართული, ორგანიზებული კამპანიაა, რომელსაც საეჭვო რეპუტაციის ორგანიზაცია „ემ ემ ინტერნეიშონალ“-ი აფინანსებს.

ამ ინფორმაციის გაჟონვისთანავე მოხდა ვიკილინკის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის დაპატიმრება, რომელიც ამჟამად ლონდონის ციხეში (ტაუერში) იმყოფება.

წყარო: wikileaks.org, War Diary: Atheist war logs. 

Saturday, December 4, 2010

როგორ გახდე მილიონერი - ინტერვიუ ანონიმურ მილიონერთან

_ ბატონო ჯორჯ მადლობა ინტერვიუსთვის, თუ შეიძლება გაგვიზიარეთ თქვენი წარმატების საიდუმლო.
_ 8 წლის რომ ვიყავი პირველი ბიზნესი მაშინ დავიწყე, გლეხებისაგან ჭუჭყიან ქათმის კვერცხებს ვყიდულობდი 11 ცენტად, სახლში მომქონდა, ვრეცხავდი და შემდეგ 13 ცენტად ვაბარებდი.  ასე ვაგრძელებდი 19 წელი.

_ ამის წყალობით გამდიდრდით?
_ არა 28 წლის რომ ვიყავი ჩემი ცოლის ბიძა გარდაიცვალა და 2 მილიონი დამიტოვა.

_ რას ურჩევდით იმ ადამიანებს ვისაც სურს გახდეს მილიონერი და ამჟამად ამის არანაირი პერქსპექტივა არ უჩანს?
_ შრომისმოყვარეობა! მიზანდასახულობა! ნიჭი და თავდადება ყოველთვის ფასდება, გახსოვდეთ ეს!