Tuesday, November 30, 2010

სისხლის ჩასაბარებელ პუნქტებში სკოლის დირექტორები დილიდან რიგში დგანან!

დიდმიტრი შიშკინმა სკოლის დირექტორებთან შეხვედრისას განაცხადა რომ დირექტორების სისხლი სწყურია და უნდა დალიოს. სკოლის დირექტორები ტაშით და სიხარულით შეეგებნენ ამ ინიციატივას. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დირექტორები სისხლის ჩასაბარებელ პუნქტებში გაემართნენ საკუთარი სისხლის დასაფასოვებლად.

ბატონ მინისტრს კონკრეტული ნორმა არ დაუსახელებია თუ რამდენი სისხლია საჭირო ერთი დირექტორისაგან.

Monday, November 29, 2010

ვლადიმერ პუტინმა ფასკუნჯი მოჰკლა!

ვლადიმერ პუტინი (ზევით),
ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვთან
ვლადიმერ პუტინი აგრძელებს წინასწაარჩევნო კამპანიას, რამდენიმე თვის წინ მან ციმბირის ტყეებში ადგილობრივი ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი დააძინა. თუმცა გუშინ კრემლის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭრბა.

გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტმინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ამჯერად ფასკუნჯი მოჰკლა, რომელიც ნოვოსიბირსკის მოსახლეობას ატერორებდა.

ჩვენი რედაქცია ულოცავს ბატონ პუტინს კიდევ ერთ გმირობას.

Sunday, November 28, 2010

შორენა ბეგაშვილი გუგულის ბუდის დანგრევისათვის დააჯარიმეს

მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ შორენა ბეგაშვილმა შვეულმფრენიდან გადმოჰყარა სააგიტაციო ბუკლეტები. შედეგად  იგი დაჯარიმდა ქალაქის დანაგვიანებისათვის, მიუხედავად იმისა რომ კანონი ჯერ კიდევ არ იყო შესული ძალაში.
ამავე დრო როგორც მოგვიანებით გაირკვა შორენა ბეგაშვილის მიერ გადმოყრილი ბუკლეტები გუგულის ბუდეს მოხვდა და მისი ჩამონგრევა გამოიწვია. არ ვრცელდება ინფორმაცია დაზარალდნენ თუ არა ბარტყები, ან კვერცხები.
აღნიშნული ქმედების გამო შორენა ბეგაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს.

Friday, November 26, 2010

მიხეილ სააკაშვილს დოქტორ დოტის ნაკბენები გაუღიზიანდა

 „მორნინგ სან“-ის გავრცელებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილს დოქტორ დოტის ნაკბენები გაუღიზიანდა და  ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს გადის.

დოქტორ დოტმა კომენტარი გააკეთა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და „მორნინგ სან“-ს კრემლისაგან მართული გაზეთი უწოდა, აგრეთვე აღნიშნა რომ მისი ნაკბენები ჯერ არავის გაღიზიანებია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ლისაბონელი პროსტიტუტი ქართველ დელეგატში აერიათ

"მორნინგ სტარის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 23 ნოემბერს ქართველმა დელეგატებმა ლისაბონში ორგია მოაწყვეს, რომელშიც 80 ლისაბონელი პროსტიტუტი იღებდა მონაწილობას. ხმაურით შეწუხებულმა საფრანგეთის დელეგაციამ სასტუმროს ადმინსტრაციას მიმართა და ორგია დაშალეს. აღნიშნულ პროცესში სასტუმროს დაცვამ სასტუმროდან გამოაძევა ერთი ქალბატონი რომელიც არც ინგლისურად არც რაიმე სხვა საერთაშორისო ენაზე არ საუბრობდა. რომელიც მოგვიანებით ქართული დელეგაციის წევრი აღმოჩნდა. შესაბამისად სასტუმროდან გამოაძევეს 79 პროსტიტუტი და ერთი ქართველი დელეგატი. ერთი ლისაბონელი პროსტიტუტი კი სასტუმროში დარჩა, რომელიც ქართულ დელეგაციას ჩამოყვა საქართველოში.
გამოძევებული დელეგატი, რომელიც დელეგაციაში თარჯიმნის სტატუსით იყო გაფორმებული მოგვიანებით საქართველოს საკონსულოს დახმარებით გამოემგზავრა საქართველოში. ლისაბონელი პროსტიტუტის დამსაქმებლები მათი თანამშრომლის უკან დაბრუნებას ითხოვენ, მაგრამ ქართული მხარე აცხადებს რომ „ასეთი პოტენციალის მქონე კადრი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია“ და მის გადაცემაზე უარს ამბობს. კულუარული ინფორმაციით ლისაბონელი გოგონა ფლობს ინგლისურ, პორტუგალიურ და რუსულ ენებს, აგრეთვე კარგად იცის კომპიუტერიც, არსებობს მოლდინი რომ ის რომელიმე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნება. 
ჩვენმა რედაქციამ ლისაბონელ გოგონასთან გასაუბრება ვერ მოახერხა რადგან იგი ინტენსიურ კონსულტაციებს გადის ჩინოვნიკებთან

Tuesday, November 23, 2010

დევიდ ფლეტჩერი და სამასწავლებლოს ორდენი

ლეგენდად ქცეულმა ბრიტანელმა პედაგოგმა დევიდ ფლეტჩერმა კვლავ სკანდალში გახვია თერჯოლა.

ამჯერად ის სამასწავლებლოში სულების გამოძახებაში ამხილეს. როგორც ჩვენი ინფორმატორი მოსწავლე ირწმუნება, ის პირადად შეესწრო დევიდ ფლეტჩერის მიერ სულების გამოძახებას.

ინფორმატორი: „სამასწავლებლოში შევედი და მასწავლებელს სიგარეტი მივუტანე რომელიც მანდატურმა გამატანა. ამ დროს შევნიშვნე სამასწავლებლოს ცენტრში მასწავლებლები წრეში იყვნენ ჩამდგრები და ცოცხები ეჭირათ ხელში, ცენტრში კი ფლეტჩერი იდგა და რაღაც სიტყვებს ბუტბუტებდა, შემდეგ კი ჰიტლერის სულის გამოძახება სცადა და ხმამაღლა ჰყვიროდა „ჰიტლეტ, ჰიტლერო“. მე შეშინებული გამოვიქეცი სამასწავლებლოდან, როგორც მოგვიანებით გავიგე ჰიტლერის სული მართლაც გამოჩენილა. „გემი, გემიო“ დაუძახია ფლეტჩერის დანახვაზე ჰიტლერს და გამქრალა.

თბილისში პირველი ქართული იატაკქვეშა გეი პორტნო სტუდია იხსნება

საქართველოში პირველი გეი პორნო სტუდია სახელწოდებით  ( სახელწოდება რესპოდენტის თხოვნით ამოღებულა)“ დაარსდა, რომელიც თბილისში, (მისამართი რესპოდენტის თხოვნით ამოღებულა)-ში განთავსებული. სტუდიის მფლობელი და ჩვენი რესპოდენტია (სახელი რესპოდენტის თხოვნით ამოღებულა).

 - (სახელი რესპოდენტის თხოვნით ამოღებულა)  რატომ არის აუცილებელი ეროვნული გეი პორნო? უცხოური არ აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნილებას?
 - უცხოურ პორნოში ქართული სული არ ჩანს, იქ ისეთ რაღაცეებს უკეთებენ ერთმანეთს რასაც ქართველი გეები ერთმანთს არასოდე ვაკადრებთ. ამიტომ ამ ამორალობას თითქმის არავინ უყურებს.

 - დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით, მაგრამ როგორც ვხვდები ქართული გეი პორნო უფრო კონსერვატიული იქნება ვიდრე დასავლური?
 - ცხადია, მეტი კაცობა, მეტი გაგება და მეტი პარივსცემა!

 - საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საფრთხე ხომ არ შეექმნებათ ფილმებში მონაწილე მსახიობებს?
 - არანაირი, მაინც ნიღბებით იქნებიან, ხმებს კი სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით შევცვლით.

 - ამჟამად რამდენი მსახიობი გყავთ?
 - ორი, მე და ჩემი ბოიფრენდი.

 - ანუ თქვენ აპირებთ თქვენი და თქვენი პარტნიორის სექსი გადაიღოთ ნიღბებში, შეუცვალოთ ხმა და გავრცელოთ?
 - სწორად ჩაწსვდით იდეის არსს, ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ მოდელებს ვთხოვთ მობრძანენ მისამართზე (მისამართი რესპოდენტის თხოვნით ამოღებულა) ან დაგვირეკონ ნომერზე: (ნომერი რესპოდენტის თხოვნით ამოღებულა).

 - თქვენი აზრით ასეთი პროდუქცია გაიყიდება საქართველოში?
 - არა, მაგრამ პოპულარულები გავხდებით.

 - კი მაგრამ ნიღბებით რომ ვერავინ გიცნობთ?
 - დრო მოვა და ნიღბებს მოვიხსნით, გაიხსენეთ, გაჩეჩილაძემაც ნიღბით დაიწყო კარიერა!

 - გაჩეჩილაძე მღეროდა ...
 - კი მღეროდა მაგრამ სარიშვილისთვის, მაგის მიუხედავად შეიყვარა ხალხმა და ჩვენ სიყვარულისთვის შეგვიძულებენ? 

Wednesday, November 17, 2010

ბურებთან ერთად თალიბების ჩამოსახლებაც იგეგმება!

მოგეხსენებათ, კულტურის სამინისტრო ინტენსიურად ებრძვის საბჭოთა კავშირის დროინდელ ძეგლებს, განსაკუთრებით სტალინისას. ამიტომ ძეგლების და სხვა საბჭოთა გადმონაშეთბის ეფექტური განადგურებისათვის თალიბების ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც ეგზომ ეფექტურები არიან ძეგლების დემონტაჟში.

ჯერ ჯერობით უცნობია რა ბედი ელის ჯერ არ დადგმულ ბუდას ქანდაკებას, სავარაუდოდ მის დემონტაჟზე კონკურსი გამოცხადდება.

Saturday, November 13, 2010

თბილისში „შიშველი ბუდას“ ქანდაკება აღარ დაიდგმება!


მოგეხსენებათ სანდრო ბრეგაძე აღაშფოთა თბილისში „შიშველი ბუდას“ ქანდაკების დადგმის საფრთხემ. ამიტომ მერიამ გადაწყვიტა ბუდას ქანდაკება დადგას, ოღონდ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი. ასევე სასწრაფო წესით ჩააცვეს სპორტის სასახლის წინ მგდომ ჭაბუკს. რომელიც აქამდე ქართველი მამაკაცისათვის შეუფერებლად შიშველი და ფოთოლაფარებული იდგა. ასევე იგეგმება ფილარმონიათან მდგომი მუზას ქანდაკებისათვის ჩადრის ჩამოფარება. 

Sunday, November 7, 2010

ჩამუქებული მინების აკრძალვამ ერში ვნებათაღელვა გამოიწვია

რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა შეზღუდვები დააწესა ავტომობილის მინების ჩამუქებაზე. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები ამის აუცილებლობას იმით ხსნიან რომ ხალხი ჩამუქებული მინებიდან ვერ დაინახავს ივერიის გაბრწყინებას. ჩამუქებული მინების მომხრეები კი შიშობენ რომ ივერიის უეცარმა გაბრწყინებამ შეიძლება თვალი მოსჭრათ და ავტომობილის მართვის უნარი დააკარგვინოთ.

პოლიტოლოგები კი ირწმუნებიან რომ ივერიის გაბრწყინების არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს და ვნებათაღელვა გადაჭარბებულია.

ეკონომიკის ექსპერტებს კი მიაჩნიათ რომ აღნიშნული ცვლილებები დადებითად აისახება ეკონომიკაზე და სასტუმროების ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Saturday, November 6, 2010

ქართველმა ენდოკრინოლოგებმა დაადინეს რომ სექსი დაავადებაა

მსოფლიო მედიცინა რევოლუციურმა აღმოჩენამ შესძრა, ჟურნალ „მედიცინაი ქართულ“-ში გამოქცეყნებულმა სტატიამ კი შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს კაცობრიობის ისტორია.
ორიოდე დღის წინ მთავარ ქართულ სამედიცინო ჟურნალში „მედიცინაი ქართული“ გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია სათაურით: „სექსი როგორც ანომალია და მკურნალობის კლინიკურად აპრობირებული მეთოდები“, კვლევა რომელსაც ეყრდნობა სტატია ერთერთ მამათა მონასტერში ჩატარდა და გამოკვლევებში 215-მა ბერმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის შედეგები ცალსახად აჩვენებს რომ სექსი ანომალიაა, ხოლო ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი საკმაოდ მარტივია: „საინფორმაციო წყაროებისაგან იზოლირება და დღეში 8 საათიანი ლოცვა“.
სტატიას როგორ გამოხმაურება ჰქონდა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებიდან?
საოცრად დიდი ინეტრესი გამოიწვია, ერთ თვეში სამდენიმე ათასი წერილი მივიღეთ: ირანიდან, ნიგერიიდან, ჩინეთიდან ...
დასავლური ქვეყნებიდან თუ მიიღეთ წერილები?
ბევრი, მაგრამ სიმართლე გითხრათ ჩვენ ევროპული მედიცინა არ გვაინტერესებს, მრავალი წელია ისინი მედიცინის გზას ასცდნენ.
კი მაგრამ სექსის გარეშე გამრავლებას როგორ მოვახერხებთ?
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ სექსი რომელიც მიმართულია ბავშვის გაჩენისათვის არ იწვევს ფსიქიკის დეგრადაციას, ცხადია თუკი ეს პროცესი სრულ სიბნელეში ხდება და თან ახლავს სირცხვილის გრძნობა.