Tuesday, October 5, 2010

ინტერვიუ პოპ მომღერალ მადონასთან ლელა წურწუმიას შესახებ

მადონა ამერიკელი მომღერალია, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ჰყავს 3 შვილი. მას თავისი საიტიც გააჩნია და შეგიძლიათ მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იქ მოიძიოთ: http://www.madonna.com/.

მადონა როგორ შეაფასებდით ლელას კარიერას?
ქალბატონ ლელას ჩემი შეფასება არ სჭირდება. თეთრი შურით მშურს მისი. უკიდეგანო ნიჭის ადამიანია, მისი სიმღერებიდან საოცარი მადლი გამოსჭვივის.  მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს რედაქციას რომ საშუალება მომცა ქალბატონ ლელაზე ჩემი აზრი დამეფისირებინა.

მართალია რომ თქვენ ლელას სიყვარულით ქართულის შესწავლა გადაწყვიტეთ?
მართალია, მისი ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად ვიცი, შინაარსიც. ამიტომ გადავწყვიტე ქართული ენა შემესწავალა.

მადონა, შენ ამერიკელ ლელასაც გეძახიან.
 ჩემთვის ეს უდიდესი პატივია. თუმცა მიმაჩნია რომ ამი ღირსი არ ვარ. ლელამდე ბევრი მიკლია.

თუ გიცდია ლელასთან დაკავშირება?
ოდნოებზე ქალბატონი ლელას გამო დავრეგისტრირდი, რამდენჯერმე მივწერე კიდევაც მაგრამ სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღე, თუმცა ალბათ იმდენ წერილს ღებულობს რომ ყველას წასაკითხად ვერ იცლის, თუმცა იმედს არ ვკარგავ რომ ოდესმე გავიცნობ ამ არაჩვეულებრივ მომღერალს და ადამიანს. პირწიგნაკზე ქალბატონი ლელას გვერდიც მე გავკეთე, მე ხომ მისი ნომერი პირველი ფანი ვარ (იცინის). იმედს არ ვკარგავ რომ ოდესმე შევხვდები მას.

მადლობა ინტერვიუსთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.



Friday, October 1, 2010

პირველი პაემანი - ინტერვიუ ქართველ თინეიჯერებთან

მარიანა (37 წლის):
პირველი პაემანი არასოდეს დამავიწყდება, მაშინ 32 წლის ვიყავი ...
გიორგიმ მამა გაბრიელის საფლავზე წამიყვანა და შუბლზე ზეთი წამისვა. წვიმდა ..., ცოტა კი გავტალახიანდი მაგრამ ასეთი მადლზე როცაა საუბარი ეს რა სახსენებელია. მერე მამა გაბრიელის საფლავიდან მიწა აიღო, პარკში ჩამიყარა და მაჩუქა.

თემური (25 წლის):
პირველი პაემანი როდის მქონდა? მგონი 18 წლის ვიყავი, ძალიან ლამაზად მახსენდება ის წლები ... დედაჩემმა ქათამი და სიგარეტი მომიტანა, ქსანში ვიჯექი მაშინ.  აა გოგოსთან მეკითხებით?
ხო რა მაგის გამო ვიჯექი ქსანში ...

ხატია (13 წლის):
პირველი პაემანი ბაზალეთზე მქონდა, ბანაკში ვიყავით გოგოები... არა რა პატრიოტების? რეზერვისტების ბანაკში ავედით დაქალებთან ერთად ...

გვანცა (28 წლის):
პირველი პაემანი გეპეის სამლოცველოში მქონდა, გამოცდის წინ შევედი ვილოცებთქო, მეცადინეობა ვერ მოვასწარი წინა ღამეს; მაგარი დავლიეთ გოგოებმა, სად გავათენე ღამე ეხლაც არ მახოვს. შევედი მოკლედ და ასანთი არმქონდა ჯიბეში, ზაჟიგალკა კი მეგდო მაგრამ ეხლა სანთლის ზაჟიგალკით ანთება არ შეიძლება რა, ხოდა იქვე ერთი ბიჭი იდგა ისიც ლოცულობდა. იმის სანთლისგან დაგავუკიდე და ასე გავიცანი ნოდარი... კი ეხლაც ერთად ვართ, ორი ბავშვი გვყავს მესამეც უნდა გავაჩინოთ რომ  ...