Tuesday, September 7, 2010

ბრაიტონ ბიჩზე ქართული მიწით მოვაჭრე ჩინელი დააკავეს

17 აპრილს ნიუ იორკის პოლიციამ ჩინელი სპეკულიანტი დააკავა, რომელსაც ქართული მიწის გაყალბებაში ედება ბრალი.
ქართულ მიწას მონატრებული ემიგრანტები ხშირად სტუმრობდნენ ვანესა ლი-ს მაღაზიას რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიწას ყიდიდა. ბოროტმოქმედი ალბათ დიდხანს გააგრძელებდა ემიგრანტებისათვის ყალბი ქართული მიწის მიყიდვას რომ არა ნიუ იორკის ქართული კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი მამა პიტერი. „როგორც კი ვანესა ლი-ს მაღაზიაში შევედი მაშინვე მივხვდი რომ ეს ადამიანი მატყუარა იყო - აცხადებს ჩვენთან საუბრისას მამა პიტერი - თანაც ისეთი შემუნჭული თვალებით მიყურებდა, მივხვდი რომ მატყუებდა. ხოლო როდესაც მან ვითომდა ქართული მიწა გადმომიღო ყველაფერს მივხვდი. როდის აქეთაა ქართული მიწა ბრჯინის თესლით სავსე? გავიქეცი და ყველაფერი ეფბიაის მოვუყევი, მათაც მაშინვე მიწის სინჯები აიღეს და დაადგინეს რომ მიწა არა საქართველოდან არამედ მანჯურიის პროვინციიდან იყო, საიდანაც ვანესა ლი გახლავთ“.
გამოძიების დამთავრებისთანავე გაცნობებთ საქმის გაგრძელებას.

Wednesday, September 1, 2010

დანიის მოსახლეობის ღია წერილი კოკა ყანდიაშვილს

რამდენიმე დღის წინ ჩვენი რედაქციის მისამართზე შემოვიდა იმეილი, წერილის ავტორები დანიის ახალგაზრდული ორგანიზაცის წევრები არიან, გვითხრეს რომ რეგულარულად უყურებენ ჩვენს ბლოგს (რადგან ქართული არ იციან, მხოლოდ უყურებენ და ვერ კითხულობენ). იმეილს მიმაგრებული ჰქონდა ღია წერილი კოკა ყანდიაშვილისადმი. წერილი ვთარგმნეთ და ვთავაზობთ ჩვენს მკითხველებს.
„ძვირფასო კოკა
ჩვენ დანიის ახალგაზრდობამ მძიმედ განვიცადეთ შენი წასვლა ტელევიზიიდან, და განვიცდიდით მანამდე სანამ შემზარავმა ინფორმაციამ არ მოაღწია დანიამდე... ჩვენ წავიკითხეთ შენი ინტერვიუ რომელიც „ახალ თაობას“ მიეცი. შენი სიტყვები ჩვენი მთელი თაობისათვის გულის სატკენი და შემზარავი იყო, ვკითხულობდით და ვერ ვიჯერებდით ...
ნუთუ ეს იმ კოკას სიტყვებია პირველი არხის ეთერიდან რომ გვახსოვს?
ნუთუ ეს შენ ხარ?
პატივისცემით, მაგრამ გატეხილი გულით,
დანიის ახალგაზრდობა“
თუ რა მისცა კოკამ ახალ თაობას ამის დადგენა ჩვენმა რედაქციამ ჯერ ვერ მოახერხა.