Tuesday, August 17, 2010

ლევან ბერძენიშვილი გრანტებთნ ერთად წიგნებსაც ჭამდა

ლევან ბერძენიშვილი გრანტებთნ ერთად წიგნებსაც ჭამდა. თვითმხილველების თქმით ბერძენიშვილს უიშვითესი წიგნების ჭამის ფეტიში აქვს. ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ხშირად შეუმჩნევიათ თუ როგორ ხევდა წიგნებიდან ფურცლებს ბერძენიშვილი და შემდეგ ჭამდა. ასევე ბიბლიოთეკის ერთერთ თანამშრომელს დღემდე შენახული აქვს ლევან ბერძენიშვილის მიერ 1712 წელს გამოცემული ჯაყოს ხიზნების ფურცლისაგან გაკეთებული ქაღალდის თვითმფრინავი. ასევე ამბობენ რომ ბერძენიშვილმა თავის მეგობარს შემწვარი გოჭი 1819 წლის "საქართველოს გაზეთის" ფურცლებში გაუხვია და „დიდ კაცთან“ გაატანა. „დიდი კაცის“ ვინაობა ჯერ დადგენილი არაა.
ოპოზიციის მომხრის კომენტარი: რას გადააყოლეთ ეს კაცი ერთ გაზეთს? მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა ბოკერიამ და ლომაიამ რომ ვარდების რევოლუციის ღამეს დიდი საბჭოთა ენციკლოპედია შეჭამეს?
ხელისუფლების მოხრის კომენტარი: ყოველთვის ვეჭვობდი ბერძენიშვილძე ამას, წიგნებს რომ უყურებდა (განსაკუთრებით ძველს) თვალები უბრწყინდებოდა და ტუჩებს ილოკავდა, ადრე მეგონა რომ მათი კითხვა უყვარდა, ეხლა კი ვიცი რომ მათი ჭამა ჰყვარებია. ამაზრზენია ეს ყველაფერი.
შალვა ნათელაშვილის კომენტარი: ეს კიდევ ერთი მიზეზია რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს რომ იმ დონემდე მიიყვან რომ წიგნები ჭამოს, იმ ქვეყანაში პრეზიდენტი უნდა გადადგეს.