Monday, May 24, 2010

საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი მამაბუასილი 26 მაისის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

26 მაისს საქართველოს გასაბჭოების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი რომელიც ლენინის მოედანზე გაიმართება საზეიმო კონცერტით და ფეირვერკებით დასრულდება. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას ლეგენდარულ ჯაზმენ ლექს-სენთან ერთად საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი მამა ბუასილიც მიიღებს.
მამა ბუასილის რეპერტუარი ჯერჯერობით უცნობია თუმცა სავარაუდოდ იგი ქართულ მრავალხმიან საგალობლებს შეასრულებს.
უცნობია თუ რა ეცმევა საბჭოთა ესტრადის დივას, თუმცა კულვარული ინფორმაციით კოსმონავტის სკაფანდრით და ანგელოზის ფრთებით დაეშვება შვეულმფრენიდან.