Wednesday, October 5, 2016

სააკაშვილის ჩამოსვლის გეგმა გამჟღავნებულია!

მ. სააკაშვილი და მისი ორეული
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით  ენმ-მ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით მისი ორეული დაიქირავა, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა უკრაინაში, ოდესიაში მდებარე ვილაზე ამზადებენ. გავრცელდა ვიდეო მასალაც სადაც სააკაშვილის ორეულს გრიმს უკეთებენ და ასწავლიან მის მსგავს მეტყველებას, სიარულს და ჟესტიკულაციას. 

გეგმის მიხედვით პირველად მიტინგზე გამოჩნდება ორეული - სააკაშვილი, რომელიც გამომწვევად მოიქცევა და თავს დააპატიმრებინებს, რათა შეიქმნას საკმარისი მუხტი არეულობისათვის. ხოლო მოგვიანებით კი როდესაც ხელისუფლება ყურადღებას მოადუნებს ნამდვილი სააკაშვილი გამოჩნდება.

აზრთა სხვადასხვაობაა უშუალოდ ქვეყანაში შემოსვლის მეთოდთან დაკავშირებით. ბოროტი ენები საუბრობენ იმაზე, რომ მ. სააკაშვილი ქალის ტანსაცმელში გადაცმული, უკრაინელი ვიზაჯისტების გრიმით შენიღბული ჩამოფრინდება ქუთაისის აეროპორტში, როგორც უკრაინელი ტურისტი ქალბატონი.

თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მ. სააკაშვილმა უკვე დაგმოკვეთა საქართველოს საზღვარი ცემენტით სავსე ცისტერნაში დამალულმა და ამჟამად გორი - თბილისის ტრასაზე იმყოფება, სწორედ ამიტომ გორიდან მომავალ მანქანებს თბილისში არ უშვებენ.

სხვა ვერსიით პოროშენკო საქართველოს ხის ცხენ-ავტობუსს აჩუქებს საქართველო-უკრაინის ძმობის აღსანიშნავად და ამ ცხენის შიგნით კი სააკაშვილი და მისი არმია იქნება დამალული.

ასევე არის ვერსია რომ თუკი ვერც ცისტერნა და ვერც პოროშენკოს ცხენ-ავტობუსი ვერ გასჭრის, ბაქრაძე დაიკივლებს: „მე ვარ მიშა“! შემდეგ სხვანი და ბოლოს ყველა! და მთელი მიტინგი სააკაშვილად გადაიქცევა.

ხოლო თუკი ეს მეთოდიც არ გაჭრის მაშინ იტყვიან რომ სააკაშვილი მუდამ ჩვენთანაა, ჩვენს გულებშია და ყოველი ჩვენთგანის ნაწილია, ამიტომ ის აქაა მიუხედავად იმისა რო აქ არააო.

ანონიმური პოლიტოლოგების აზრით კი არსებობს ისეთი თეორიაც რომ გინდ ჩამოვიდეს გინდ არა, ამ ოპოზიციას მაინც აღარაფერი ეშველება!

პ.ს. იმ შემთხვევაში თუკი მ. სააკაშვილი მართლა ჩამოვა და დაგვამხობს თავზე ქვეყანას ჩვენ განვაცხადებთ რომ ეს პოსტი ძალით დაგვაწერინეს! რა გვექნა დიქტატურაში ვცხოვრობდით.


Friday, August 26, 2016

"ბლეკ სი არენაზე" სიმღერის დროს მადონას დენმა დაარტყა

25 აგვისტოს "ბლეკ სი არენაზე" სიმღერის დროს ამერიკელ მომღერალ მადონას დენმა დაარტყა. ამის შესახებ სანინფორმაციო გამოშვებას მადონას მენეჯერმა აცნობა.

- სიმღერის დროს ფეხზე ელექტროსადენი მომედო და ძლიერი ტკივილი ვიგრძენი ... ფეხი გაშეშებული მაქვს და მტკივა... ასეთი რამ არსად მომსვლია -  წერს მადონა ტვიტერზე. 

ორგანიზატორებს ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ინციდენტმა სოციალურ-ქსელებში (ფეისბუკზე) დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მოქალაქეთა დიდ ნაწილს ქართველობის ცხვენია და პასპორტების დაწვით იმუქრებიან. 


Tuesday, January 5, 2016

პატრიარქის ეპისტოლეების ბაზაზე ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა


ქართველ მეცნიერს, რომელიც თავის ვინაობას არ ასაჯაროებს ამბიციური მიზანი აქვს: მას უნდა პატრიარქის ცნობიერება მარადიულად აცოცხლოს კომპიუტერში. მისი მტკიცებით ეს პროექტი, რომელიც სამეცნიერო-ფანტასტიკის სფეროს გავს უკვე ფინალურ სტადიაშია და მხოლოდ მაშინ გაასაჯაროებს თუ საპატრიარქოდან ლოცვა-კურთხევას მიიღებს.


"ჩემი აზრით პატრიარქი ერთადერთი ადამიან
ია, რომლის ცნობიერებამაც მარადიულად უნდა იარსებოს. მისი მადლით და შეწევნით არსებობს საქართველო. ჩემი გამოგონების წყალობით ჩვენს შვილებს და შვილთაშვილებს საშუალება ექნებათ იარსებონ ისეთ დროში, როდესაც პატრიარქის სიბრძნის და მეთვალყურეობით გაიზრდებიან. ტექნიკური საშუალებები მომავალში მოგვცემს იმის საშუალებას პატრიარქი იყოს ყველა სკოლაში, ყველა კლასში, გაუზიაროს სტუდენტებს და აკადემიურ საზოგადოებას თავისი სიბრძნე. იყოს მთავრობის სხდომებზე და მინისტრები ყველაფერს მას დაეკითხონ. ყველა ტაძარში მრევლს შეეძლება პატრიარქის ქადაგება მოისმინოს და ეს იქნება ათასი და ათი ათასი წლის მერეც" - აცხადებს გამომგონებელი.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაშია ექსპერტები ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ.

რამდენიმე დღის წინ მილიარდერმა ინვესტორმა, მარკ ცუკენბერგმა გამოაცხადა, რომ 2016 წელს ხელოვნური ინტელექტის შექმნას აპირებს. ქართველი გამომგონებელი ამ ფაქტით უკიდურესად შეშფოთებულია, რადგან შიშობს, რომ ცუკენბერგი სწორედ მისი გამოგონების მოპარვას აპირებს:

"ფულის გამო არ ვდარდობ, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ პატრიარქის ბრწყინვალე გონებაზე დაყრდნობით შექმნილ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება მოიპარონ და სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ. მაგალითად, როგორც პირადი ასისტენტი".


რედისონში "მოქუნქურე" წყვილი 400 ლარით დააჯარიმეს

სექსი მე-15 სართულზე (მოდელირებული ფოტო)
ბედობის ღამეს რედისონში გართობა 400 ლარი დაუჯდა წყვილს, რომელიც მე-15 სართულზე სავარაუდოდ სექსით იყო დაკავებული და ალიას ჟურნალისტმა ვარდების მოედნიდან დააფიქსირა.
" ... გამოვშტერდი ... მეთქი მეჩვენება ... დავხუჭე თვალი, გავახილე და - ისევ ქუნქურებენ, კაცო! ... იკლაკნება ეს გოგო, კაწრავს ფანჯარას და არის ერთი ამბავი! "- წერს ნინო ლაბარტყავა
ანონიმური წყაროს ინფორმაციის მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა სასტუმროს ადმინისტრაციას ამორალური აქტის სასწრაფოდ შეწყვეტა მოთხოვა, დაცვამ ფარდები გააფარებინა წყვილს, ხოლო ქალს ხალათი შემოახვია.

"... ცოტა ხანში ქალი ხალათით გაიჩითა, კაცი ისევ ტიტლიკანა დადიოდა და უკვე თავისი დაკუნთული ტრაკი მოგვიშვირა ძირს შეკრებილ საზოგადოებას". - აგრძელებს ჟურნალისტი.

ინსაიდერული ინფორმაციით, მოგვიანებით წყვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171–ე მუხლის დარღვევის გამო 400 ლარით დააჯარიმეს, რომელიც  "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნას" ითვალისწინებს.

ასტროლოგების შეფასებით მაიმუნის წელი სავსე იქნება ასეთი "მაიმუნობებით" და მოულოდნელობებით.

გავრცელებულ ინფორმაციას სასტიკად უარყოფს ყველა, ვისთან დაკავშირებაც ჩვენმა კორესპონდენტმა მოახერხა.



Sunday, November 1, 2015

ილიაუნიში ერეგირებულ პენისიანი სატანას ქანდაკება დადგეს


ილიას უნივერსიტეტში ეშმაკის ერეგირებულ პენისიანი ქანდაკება დადგეს თანაც, ქანდაკება წითელი შოკოლადისგანაა გაკეთებული!

ქანდაკების ავტორის განმარტებით ეს არის პროტესტი სტალინის ძეგლების არსებობაზე. მისი თმით ერეგირებულ პენისიანი სატანა უფრო იმსახურებს ძეგლს, ვიდრე სტალინი.

მედიაკავშირი ობიექტივის აზრით ეს არჩევნების გაყალბების გადასაფარად კეთდება. შეგახსენებთ რომ ირმა ინაშვილის მტკიცებით არჩევნებში მან გაიმარჯვა, რადგან სოფელ იორმუღალოში, ქორწილში 500 კაცი უკრავდა ტაშს, ხოლო არჩევნებში მხოლოდ 50 მისცა ხმა. ირმა ინაშილი ამას არჩევნების გაყალბების უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევს.

ქანდაკების დადგმით აღშფოთებული მოქალაქეები იმუქრებიან რომ ქანდაკებას დაამტვრევენ და შეჭამენ.





Monday, October 19, 2015

ლევან ვასაძემ გამოქვაბულში 5 მილიარდი რუბლი იპოვა

დღეს გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის მიხედვით მეცენატმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გამოქვაბულში გადამალული ხუთი მილიარდი რუბლი იპოვა. ეს სასწაულებრივი ამბავი ნადირობისას შეემთხვა. ლევან ვასაძე ამალასთან ერთად ხვამლის მთაზე დათვზე ნადირობდა. წარმატებული ნადირობის შემდეგ რაინდმა და მისმა ამალმამ გამოქვაბულში ცეცხლი დაანთეს და დათვის შეწვა დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით გამოქვაბულის ერთი კედელი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც ლევან ვასაძე საკუთარ ლექსს კითხულობდა, ჩამონგრეული კედლიდან კი უამრავი ფული გადმოიყარა და მდინარესავით დაიწყო დენა.

ფულის მდინარეში დახრჩობას გადარჩენილმა რაინდმა პირობა დადო საქართველო გააერთიანოს და გაძევოს ქვეყნიდან უცხოეთის მიერ დასმული მმართველები.

ლევან ვასაძის პრეს-სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლევან ვასაძე აქტიურად ითხოვს პარლამენტის დაშლას და ვადამდელ არჩევნებს.


Wednesday, July 1, 2015

ბარაკ ობამამ ზიმბაბვეს პრეზიდენტს ცოლობაზე უარი უთხრა


ზიმბაბვეს დიქტატორმა რობერტ მუგაბემ, რომელიც ქვეყანას 35 წელია რაც მართავს, სასტიკად დაგმო აშშ-ში მიღებული გადაწყვეტილება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ. დიქტატორმა ობამას დაცინვის მიზნის ხელიც კი სთხოვა: "მივიღე გადაწყვეტილება, რომ რადგან პრეზიდენტი ობამა მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, იცავს ჰომოსექსუალებს და თანაც სასამოვნო გარეგნობა აქვს, მუხლმოდრეკილი მივალ ვაშინგტონში და ხელს ვთხოვ!".

ობამამ თავის ვიდეო მიმართვაში სხვა საკითხებს შორის ზიმბაბვეს დიქტატრორის წინადადებაზე ირონიულად ისაუბრა, შემოთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკაში მრავალცოლიანობა აკრძალულია რომ არც იყოს დიქტატორთან რომანს მაინც არ გააბავდა. 

"მე არ მესმის, თუ როგორ ბედავენ ეს ადამიანები ქრისტეს მცნებების უარყოფას. ამერიკული ტრადიციები დაფუძნებული იყო ქრისტიანულ პრინციპებზე, მაგრამ აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ერის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს" აღნიშნა მუგაბემ.

გავრცელებული ინფორმაციით დიქტატორმა ობამას ინტიმ ფოტოც გაუგზავნა, თუმცა ამაზე კომენტარს არც ზიმბაბვეში და არც შეერთებულ შტატებში არ აკეთებენ. კომენტარი არ გაუკეთებია არც ქობულეთის საკრებულოს.


Thursday, May 28, 2015

ფემინისტები ნაცმოდან 4 ქალის გასვლას ითხოვენ

ფემინისტები შეშფოთებას გამოხატავენ იმ ფაქტზე რომ ნაცმოძრაობა მხოლოდ მამაკაცებმა დატოვეს და ახალ პარტიას კვოტების დაცვისკენ მოუწოდებენ. მოწოდების მიხედვით საჭიროა ენმ ოთხმა ქალმა დატოვოს და ახალ პატრიას შეუერთდეს, ალტერნატივად სახელდება ორი პარტიიდან წასულის უკან ენმ-ში დაბრუნება და მათ მაგივრად ორი ქალის გასვლა.

ეკონომისტები ფემინისტებს გაანგარიშებებს უწუნებენ და ამბობენ რომ რადგან ენმ-ს, ისევე როგორც ოცნებას პარლამენტში არ აქვთ დაცული ქალთა და კაცთა კვოტები ახალი პარტია არ არღვევს კვოტებს და ოთხი ქალის გაყვანის შემთხვევაშ ენმ-ში არსებული გენდერული პროპორცია კიდევ უფრო დაირღვევა. თუმცა ამ არგუმენტზე ფემინისტები ბრაზდებიან და კვოტების დაცვას ითხოვენ.



Saturday, May 16, 2015

ასტროლოგ-ფინანსისტები ორშაბათიდან ლარის მკვეთრ გამყარებას პროგნოზირებენ

ასტროლოგ-ფინანსისტების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის მკვეთრი გამყარება დაანონსდა, რომელიც ორშაბათს 18 მაისს არის მოსალოდნელი. პროგნოზს პრესკონფერენციაზე მონაწილე ცხრავე ექსტერტი იზიარებს და გამყარების ალბათობად 99.99%-ს ასახელებენ.

ასტროლოგებმა ეს გაანგარიშება ვარსკვლავთა და პლანეტების განლაგების მიხედვით გააკეთეს, თუმცა როგორ არიან პლანეტები და ვარსკვლავები განლაგებული არ დაუკონკრეტებიათ.

შეგახსენებთ რომ ასტროლოგ-ფინანსისტთა კლუბმა ასევე იყინასწარმეტყველა ლარის გაუფასურება 2014 წლის მეორე ნახევრიდან, თუმცა მაშინ მათ არავინ დაუჯერა.

ოპოზიციის განცხადებით მთავრობა ასტროლოგების მეშვეობით ცდილობს გამყარების მოლოდინის შექმნას.

Monday, May 11, 2015

კანცელარია: "შუშის ჭიქების პლასტმასის ჭიქებით ჩანაცვლება არ უკავშირდება ლელა კალულიას წინასწარმეტყველებას"

მთავრობის კანცელარიაში უარყოფენ რომ მთავრობის სხდომებზე შუშის ჭიქები პლასტმასის ჭიქებით ლელა კაკულიას წინასწარმეტყველების გამო შეცვალეს. გავრცელებული ინფორმაციით ეს ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეგულაციას უკავშირდება, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციებს პლასტმასის ერთჯერადი ჭიქების გამოყენების რეკომენდაციას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ წინასწარმეტყველმა ლელა კალუკიამ პრემიერ ღარიბაშვილს ურჩია პლასტმასის ჭიქები გამოიყენოს, რადგან იწინასწარმეტყველა, რომ პრემიერს ერთ-ერთმი მინისტრი ჭიქა ესვრის.  წინასწარმეტყველმა ეს ინფორმაცია საკუთარი ფეისბუქ გვერის მეშვეობით გაავრცელა.



Friday, March 28, 2014

forum.ge-ზე დარჩენილი მომხმარებლების ევაკუაციისთვის სამაშველო ოპერაცია მზადდება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ფორუმ.გე-ს არსებობის და მასში მოყოლილი მომხმარებლების შესახებ ოფიციალურად დადასტურდა. 

ევაკუაციის ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სხვა სოციალური ქსელის მომხმარებლები, ოდნოებზე წერენ რომ არ დაუშვებენ ოდნოების "ფორუმგიელებით ავსებას", ხოლო ფეისბუკის მომხმარებლები აფრთხილებენ ყველას დახურონ კედლები და არ დაიმატონ ახალი მეგობრები. ტვიტერის მომახმარებლები შედარებით მშვიდად შეხვდნენ მოსალოდნელ ოპერაციას, მათი აზრით ევაკუირებული მომხმარებლები მათი სოც.ქსელით არ დაინტერესდებიან. google+ -ის მომხამრებლების რეაცია უცნობია.

შეგახსენებთ რომ ფორუმ.გე ოთხმოცდაათიანი წლების ვებგვერდია,  სოციალური ქსელების გარკვეული ადრეული ვერსია.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია რომ ფორუმ.გე-ს მომხმარებლები ერთმანეთში mIRC-ის საშუალებით ურთიერთობენ. თუმცა ეს უკანასკნელი ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ დადასტურებულმა, რადგან ვერცერთმა თანამედროვე სოციალური ქსელების მომხმარებელმა ვერ მოახერხა აღნიშნულ ჩატში შესვლა.

ასევე ფორუმ.გე-დან ევაკუირებულ მომხმარებლებს ID-ბარათების აღებაშიც დაეხმარებიან.

Tuesday, September 10, 2013

შერონ სტოუნი: "საქართველოში ჩემი თავი ვიპოვე"

როცა შ
ქართული სტიმართმოყვარეობით აღფრთოვანებული ჰოლივუდელი დივა, ახდადებს რომ საქართველოში უნდადა დარჩენა. ასევე მისი განცხადბით სწორედ საქათველოში დარწმუნდა რომ ქალის ადგილი ბავშვებთან და სამზარეულოშია.

"შეიძლება ითქვას რომ საქართველოში მე ჩემი თავი ვიპოვე, ძალიან განმაცვიფრა ხალხის ასეთმა სიყვარულმა, ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი, სულიერი ლიდერი და პარლამენტარები ასე არსად შემგებებიან. თანაც მე ძირითადად ბოროტ როლებს ვთამაშობ ხოლმე და ასეთმა სოყვარულმა მართლაც გამაოცა." განაცხადა შერონ სტოუნმა ბი-ბი-სი-სთან საუბარში.

სასწავლებლებში გოგონებისათვის მანდილის ტარება სავალდებულო ხდება


ახალი სასწავლო წლიდან უფროსკლასელი და სტუდენტი გოგონები სასწავლებლებში მანდილის გარეშე აღარ დაიშვებიან. ურჩი სტუდენტები მიიღებენ საყვედურს და სასწავლებელში ოჯახის უფროსს დაიბარებენ.

ბიბლიაში გარკვევით წერია რომ ქალს მანდილი უნდა ეხუროს - ნათქვამია განცხადებაში, ამავე დროს სხვა რელიგიების წარმომადგენელბის პატივიცემის ნიშნად ჩადრის ტარება აკრძალული არ იქნება.

სამინისტრო ასევე მუშაობს ინიციატივაზე, რომ გათხოვილი გოგონები აღარ დაიშვებოდნენ სასწავლებლებში - "მათივე უსაფრთხოებისათვის" და რადგან "დედობა ქალის მთავრი დანიშნულებაა".

იუსტიციის მინისტრი, თეა წულიკიანი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა გაუმართლებელია, თუმცა აცხადებს, რომ დედა ეკლესიის პოზიცია ის ვერ შეეწინააღმდეგება.

ჯერ ჯერობით ამ საკითზე კომენტარი არ გაუკეთებია საპატრიაქოს.


ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანის კლონირება მოხდა.

ჟურნალ "მედიცინაი ქართულის" ინფორმაციით ქართველმა გენეტიკოსებმა მსოფლიოში პირველი ადამიანის კლონი შექმნეს. 

ქართველმა მეცნიერმა ეს გენიალური ექსპერიმენტი ლუგარის ლაბორატორიაში განახორციელეს. კლონირებული ჩანასახი უკვე 8 თვისაა, ნაყოფი ჯანმრთელია და არანაირი პათოლოგია არ აღენიშნება. 

ექსპერიმენტს უკვე გამოეხმაურა ტაიმსი, გარჯიანი და ვატიკანი. 

ჟურნალ "მედიცინაი ქართულის" ინფორმაციის ადამიანის კლონირება უამრავ შესაძლებლობას იძლევა, ციტატა: "მაგალიდ შესაძლებელი გავაცოცხლოთ ყორღანაშვილი და კიდევ ერთხელ გადმოვაგდოთ კლდიდან!".

სამწუხაროდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს გენეტიკურ მანიპულაციებს, ჯერ ჯერობით უცნობია თუ რა ბედი ელით მეცნიერებს - დააჟილდოვებენ თუ დაიჭერენ.